
ღირსეულად წაგება სჯობს უღირსოდ მოგებას - ნათია ჩხეტიანი
- iosebkreformatv
- Nov 14, 2024
- 1 min read
ნათია ჩხეტიანი გახლავთ ადვოკატი რომელიც იმერეთში მოღვაწეობს და მისი სახელი და გვარი ყველამ იცის. მისთვის ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია და მას ყველაზე მეტ დროს უთმობს.
რეფორმა ნიუსმა ნათია ჩხეტიანთან ბლიც ინტერვიუ ჩაწერა.
რამ, განაპირობა სიურიდიულ სფეროში თქვენი საქმიანობა?
ლიტერატურამ, რელიგიამ, ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების სულისკვეთებამ, რომელიც გაჟღენთილი იყო ჩაგრულთა უფლებებისთვის ბრძოლის იდეით.
ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედების მთავარ ასპექტს ,,მე ყოველთვის ვიბრძოდი ძლიერების წინააღმდეგ სუსტების დასაცავად”, ღრმა ბავშვობიდან ვცემ თაყვანს.
რა არის აუცილებელი იცოდეს კარგმა იურისტმა მომხმარებლისთვის და რა პირობები უნდა შეუქმნას ?
კარგმა იურისტმა უნდა იცოდეს, რომ ბოლომდე გულწრფელი და კეთილსინდისიერი იყოს კლიენტთან და მართალი საკუთარ სინდისთან.
კარგმა იურისტმა ღირსეულად უნდა იბრძოლოს. ღირსეულად წაგება სჯობს უღირსად მოგებას.
რა არის თქვენი ცხოვრების კრედო?
იყავი ბოლომდე მართალი, თუნდაც ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში, რომ დაგიცვას სამყაროს უძლეველმა ადვოკატმა-სიმართლემ.
რას გრძნობთ როდესაც თქვენ ვყავთ მადლიერი ადამიანები საქმიდან გამომდინარე?

მადლიერი ადამიანი მართლაც უამრავი მყავს და ეს ჩემთვის გაცილებით უფრო მეტი და მეტი პასუხისმგებლობაა.
მადლიერება არ მაამაყებს, არამედ მავალებს….
რომ არა იურისპუდენცია რა საქმიანობას აირჩევდით?
არ არსებობს ჩემთვის სხვა ალტერნატივა, რომ არა იურისპრუდენცია, მე აუცილებლად შევქმნიდი ადვოკატის ინსტიტუტს.
რა შეგრძნრბაა როდესავ გამამართლებელი განაჩენი გამოდის
მე იმდენჯერ დავიბადე რამდენი ადამიანიც გადავარჩინე ციხეს და იმდენჯერ მოკვდი, რამდენჯერაც მიღალატეს, დიდება უფალს, რომ გაცილებით მეტჯერ ვარ დაბადებული, ვიდრე მოკლული.
ვფიქრობ ამომწურავად ვუპასუხე…



Comments