top of page

მაგოთერპია (მაკა გოგიაშვილის თერაპია) როგორ აღადგენს მხედველობას იქ, სადაც სხვები უძლურნი არიან

  • Jun 13
  • 4 min read

მაგოთერპია (მაკა გოგიაშვილის თერაპია) როგორ აღადგენს მხედველობას იქ, სადაც სხვები უძლურნი არიან

მედიცინის სამყაროში არსებობს დიაგნოზები, რომლებიც საბოლოო განაჩენივით ჟღერს.- ბადურის მემკვიდრული თუ სხვა ტიპის დისტროფიები, მხედველობის ნერვის ნაწილობრივი ატროფია, სიელმე , ზარმაცი თვალია, ნისტაგმი , გლაუკომა და სხვა ეს დაავადებები ათწლეულების განმავლობაში „შეუქცევად წერტილად“ ითვლებოდა.

თუმცა, ოფთალმოლოგიის ისტორიამ იცის მაგალითები, როდესაც მკვლევრის პირადმა ნებამ და ფუნდამენტური მეცნიერებისადმი ერთგულებამ თამაშის წესები შეცვალა. მედიცინის აკადემიური დოქტორი , თვალის კლინიკა „ახალი ტექნოლოგიები-MaGo “ -ს ხელმძღვანელი ლეგენდარული აკადემიკოსის სვიატოსლავ ფიოდოროვის სკოლის აღზრდილმა, ტვინის ინსტიტუტის დამფუძნებელი აკადემიკოს ნატალია ბეხტერევას მოწაფე — მაკა გოგიაშვილმა, შექმნა მაგოთერაპია( მაკა გოგიაშვილის თერაპია ) — აპარატურული მკურნალობა „ უჯრედის რეგენერაცია სკალპელის გარეშე“ რომელიც დაფუძნებულია მის 12 გამოგონებაზე და დაცულია საერთშორისო პატენტებით.

1996 წლიდან დღემდე +- 10 000მეტ ადამიანს აღუდგინა მხედველობა როგორც ბანალური თვალის სნეულებების დროს, აგრეთვე იმ პაციენტებსაც რომლებზეც მსოფლიოს წამყვანმა კლინიკებმა უარი თქვეს.

საყოველთაოდ გავრცელებულია სამედიცინო მიდგომა იმ დაავადებების მიმართ , რომელიც არ ინკურნაბა და ხშირად სიბრმავით მთავრდება მეცნიერები ხშირად „მკვდარ ქსოვილს“ ხედავენ .პროფესორი მაკა გოგიაშვილის მეთოდი კი პრინციპულად განსხვავებულ სამეცნიერო პლატფორმას — პარაბიოზის თეორიას ეფუძნება. ამ კონცეფციის თანახმად, უჯრედი მყისიერად არ კვდება: მას შეუძლია წლების განმავლობაში იმყოფებოდეს „ძილის“ მდგომარეობაში და ელოდოს სწორ სიგნალს რომ „გამოიღვიძოს“ და დაიწყოს ფუნქციიონირება

.ჩვენ არ ვცდილობთ ბუნების ჩანაცვლებას, ჩვენ მას ვაძლევთ ხელახალი გაშვების (restart) შანსს. მაგოთერაპია — ეს არის ერთგვარი « ბადურის უჯრედების ინტელექტუალური დეფიბრილატორი» — განმარტავს ქალბატონი მაკა გოგიაშვილი.

მხედველობის აღდგენა ხდება ერთ საათში, მხოლოდ აპარატურული მკურნალობით , ოპერაციის, მედიკამენტებისა და სათვალის გარეშე. .

-----------ქალბატონო მაკა მათთვის, ვინც პირველად ისმენს მაგოთერაპიის შესახებ — რა არის ეს და რით განსხვავდება თქვენი მიდგომა არსებული მკურნალობის მეთოდებისაგან ?

ნებისმიერ ორგანიზმს აქვს გამოუყენებელი რესურსი. მაგოთერაპია სწორედ ამ რესურსების გამოვლენასა და მის აღორძინებას ეფუძნება. რა პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს პაციენტს — სიელმე, წარუმატებელი ოპერაცია, ზარმაცი თვალი , გლაუკომა თუ ბადურის მემკვიდრული ან სხვა ტიპის დისტროფია — ყველაფერი ორგანიზმის შინაგან შესაძლებლობებამდე დადის. პირველივე ვიზიტისას ჩვენ ვაძლევთ პროგნოზს პაციენტს,თუ რამდენად გაუმჯობესდება მხედველობა. ეს არის საავტორო მეთოდიკა, რომელიც თვალის კლინიკა „ახალი ტექნოლოგიები - MaGo “ არის დანერგილი და ეფუძნება თორმეტ გამოგონებებს, რომელნიც დაცულია საერთშორისო პატენტებით.

-- რა არის ამ მეთოდის სამეცნიერო საფუძველი?

მაგოთერაპია ეფუძნება პარაბიოზის კონცეფციას. ეს არის მდგომარეობა, როდესაც უჯრედი ცოცხალია, თუმცა „სძინავს“ და არ ფუნქციონირებს, რადგან დარღვეულია უჯრედშიდა ნივთიერებათ ცვლა . ლათინურად „para“ ნიშნავს „ახლოს“, ხოლო „biosis“ — „სიცოცხლეს“. ანუ, უჯრედი იმყოფება სიცოცხლესთან ახლოს მყოფ მდგომარეობაში, რასაც სხვადასხვა გარეგანი დამაზიანებელი აგენტი განაპირობებს. თუ ამ აგენტს დროულად მოვაშორებთ, უჯრედი განაგრძობს ფუნქციონირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი — დაიღუპება.

ეს კონცეფცია ნეიროფიზიოლოგმა ნიკოლაი ვვედენსკიმ შეიმუშავა. მოგვიანებით პარაბიოზმა საფუძველი ჩაუყარა ანესთეზიოლოგიის დარგს

80-იან წლებში მოსკოვის თვალის მიკროქირურგის ინსტიტუტში სვიატოსლავ ფიოდოროვის ხელმძღვანელობით რომლის მოსწავლეც მე გახლდით, იყო მცდელობები უჯრედების პარაბიოზული მდგომარეობიდან გამოყვანა ქირურგიული გზით. მხედველობა უმჯობესდებოდა, თუმცა ოპერაციები მეტად რთული იყო და მეთოდი ფართოდ ვერ გავრცელდ.ა ჩვენ კი უფრო მარტივად, მხოლოდ კანისზემოდან აპარატურით „ვაღვიძებთ“ უჯრედებს .

-- თქვენ ხშირად ამბობთ: „ჩვენ თვალებით ვიყურებით, მაგრამ ტვინით ვხედავთ“. რას გულისხმობთ ამაში?

თვალები არის ტვინის ორი პატარა ნაწილი რომელიც გამოტანილია თავის ქალიდან

რატომ ხედავს ადამიანი ცუდად? ნორმალური მხედველობისას შუქის ნაკადი ბადურა გარსზე გარდაიქმნება ნეოიმპულსებად , რომლებიც ინფორმაციას აწვდის ტვინის გარკვეულ ნაწილს . წამის 2000 ნაწილში ტვინი გადაამუშავებს ამ იმპულს და უბრუნებს თვალს მკაფიო გამოსახულებას . ნებისმიერი თვალის სნეულებების დროს როდესაც თვალი ( ბი ) ცუდად ხედავს , დარღვეულია უჯდედშიდა ნივთიერებათა ცვლა, რაც ხელს უშლის ნეირონის წარმოქმნას და მის გავრცელებას , შესაბამისად იმპულსი ვერ აღწევს ტვინამდე. ტვინს დასამუშავებელი ინფორმაცია არ მიეწოდება და ამიტომ უბრუნებს თვალს წაშლილ გამოსახულებას

-როგორ მიმდინარეობს მკურნალობა?

როგორც უკვე აღინიშნა , მაგოთერაპიით მკურნალობის შედეგები დაფუძნებულია ორგანიზმის რესურსის გამოვლინებასა და მის აღორძინებაზე , რომელიც ყველა ორგანიზმს გააჩნია მაგრამ სხვა და სხვა რაოდენობით. ამიტომ მაგოთერაპიით მკურნალობისას არ აქვს მნიშვნელობა არც დაავადების ეთიოლოგის, სირთულეს ან ხანგრძლივობას . ჩვენი პაციენტების ასაკი მერყეობს ჩვილობიდან ღრმა მოხუცოლობამდე . ჩვენ ვიყენებთ სხვა და სხვა ტიპის ინოვაციურ აპარატურას,რომელსაც სახეზე ვანთავსებთ , კანისზემოდან განთავსებული აპარატურის ზემოქმედებით წამის 2000 ნაწილში უჯრედებს მიეწოდებათ ჯანგბადი, საკვები ნივთიერებები და სხვა , ანუ ხდება დადებით ბიოქიმიურ ცვლილებები რაც უჯერდშიდა ნივთიერბათა ცვლის აღდგენას იწვევს. იმავე დროის მონაკვეთში, ბადურაზე მოხვედრილი შუქის ნაკადი გარდაიქმნება ნეიროიმპულსად რომელიც ინფორმაციას აწვდის ტვინს. წამის 2000 ნაწილში . ტვინი ამუშავებს ამ ინფორმაცის და თვალს სრულყოფილ გამოსახულებას უბრუნებს, ამ მექანიზმით აიხსება ასე დაუჯერებლად მოკლე დროში აღდგენილი მხედველობა „განუკურნებადი“ დაავადებების დროს .

--ეს საკმაოდ საინტერესოა , რამდენად მტკივნეულია მაგოთერააპიით მკურნალობა და რა გვერდითი მოვლენენი შეიძლება ჰქონდეს ?

მაგოთერაპია სრულად ფიზიოლოგიური მკურნალობის მეთოდია, რადგან ჩვენ არ ვიყენებთ მედიკამენტებსა და სათვალეებს, არ ვაკეთებთ ოპერაციას გამორიცხულია რაიმე გართულება, რისკი , ტკივილი ან ალერგია ამიტომაც მეთოდი დაცულია საერთშორისო პატენტებით რაც მის ეფექურებაზე და მის უვნებლობაზე მეტყველებს

.ჩვენმა გამოცდილებამ, ცოდნამ და სურვილმა რაც შეიძლება მეტ პაციენტს დავეხმაროთ გვიბიძგა ყველა კონკრეტული ადამიანისათვის შეგვექმნა ინდივიდუალური მკურნალობის სქემა, რომელიც ადაპტირებული კონკრეტული ორგანიზმისათვის, რადგან ყველა ადამიანი უნიკალურია . პერსონიფიცირებული მკურნალობა ერთ ერთი შემადგენილი ნაწილია წარმატებულად აღდგენილი მხედველობის დაუჯერბლად მოკკლე დროში - გასინჯვის მეორე დღეს - პროცედურიდან ერთ საათში

-- რამდენ ხანს გრძელდება მეორე დღე სატესტო პროცედურიდან ერთ საათში მიღებული შედეგი და როგორ აღიქვამს მას ადამიანი

მხედველობის აღდგენას პროცედურიდან ერთ საათში პაციენტი „ გაელვევბების“ სახით აღიქვამს. საჭიროა იგივე პროცედურებით მიღებული შედეგის გამყარება 5-10-14 დღის მანძილზე , რაც ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია. მკურნალობისას ხდება ნათელი ხედვის პერიოდების გახანგძლივება და დაავადდების პროგრესირება ჩერდება/ ნელდება


--თქვენ თქვით რომ მკურნალობა ჩვილობიდან ღრმა მოხუსებულებამდეა . პატარები არ ჭირვეულობენ ?

ჩვენი კლინიკა შეიქმნა იმისათვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს მხედველობის აღდგენაში, განსაკუთრებით იმ დაავდებების დროს, როდესაც გავრცელებული მეთოდები უშედეგოა . მაგოთერაპია გარდა იმისა, რომ უმტკევნეულო და პირიქით სასიამოვნო პროცედურებია, იწვევს ორგანიზმის მოდუნებას , ხდემა სრული რელაქსაცია.გარდა ამისა პატარებთან გამოკვლევები და მკურნალობა თამაშის სახით მიმდინარეობს. ჩვენი თანამშრომლები აჯილდოვენ მათ, ჩუქნიან საჩუქრებს, რაც სახალისოს ხდის მათ მკურნალობას.

--რას ურჩევთ ადამიანებს და რას ინატრებდით?

უპირველესად მინდა რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს მინიმანული ცოდნა იმის შესახებ თუ რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ყურადღება რომ დაავადება ადრეულ ასაკში ან საწყის სტადიაზე აღმოაჩინოს , როდის მიიღოს გადაწვეტილება ექიმთან გადაუდებელ ვიზიტზე. ამის შესახებ დეტელური ინფორმაციაა ჩვენს საიტზე mago.ge ხოლო პაციენტების გამოცდილებასა თუ მათ შედეგებს გაეცნობით YouTube არხი „Dr. Maka Gogiashvili“. ჩვენი მისიაა -მხედველობა დავუბრუნოთ მათაც კი, ვისზეც სხვებმა უარი თქვეს.

რაც შეეხება ნატვრას , მიუხედავად იმისა რომ კარგად ვათვიცნობიერებთ რომ არც ისე მარტივია სტერეოტიპების დარღვევა და უზარმაზარი ბიზნესის წინააღმდეგ გალაშქრება ვინატრებდი რომ ყველა ოპტიკის მაღაზია აღიჭურვოს მაგოთერაპიის აპარატურით, რადგან სათვალე ეს არის თვალის ყვარჯენია რომელიც ეხმარება თვალს მხოლოდ უკეთ დაინახოს , და არ მკურნალობს. დროის მანძილზე დიოპტრიები იზრდება , ხოლო მხედველობა კლებულობს .

ნუ დაელოდებით მხედველობის სრულ დაკარგვას. ყოველი დღე მნიშვნელოვანია „მძინარე უჯრედების“ გადასარჩენად. გაიარეთ კონსულტაცია ქალბატონ მაკა გოგიაშვილის კლინიკაში და გაიგეთ, როგორ შეუძლია მაგოთერაპიას თქვენი მხედველობის დაბრუნება. 📞 დაგვიკავშირდით +995 599506507 ვოტსაპი ვაიბერი

______________


უპასუხებთ სკეპტიკოსებს თქვენი განცხადებების სიმამაციდან გამომდინარე?

მაგოთერაპია დაცულია საერთაშორისო პატენტებით, რაც მის უსაფრთხოებასა და მეცნიერულ ვალიდურობას ადასტურებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია, ამიტომაც შევქმენით YouTube არხი „Dr. Maka Gogiashvili“. ჩვენი მისიაა მხედველობა დავუბრუნოთ მათაც კი, ვისზეც სხვებმა უარი თქვეს.

Comments


მადლობა!

bottom of page