
პოეზია — სულის უხილავი დიალოგი საკუთარ თავთან - ოშო (შორენა) თალაკვაძე
პოეზია — სულის უხილავი დიალოგი საკუთარ თავთან - ოშო (შორენა) თალაკვაძე
პოეზია ემოციის თავშესაფრიდან გათავისუფლებაა — სრული სვლით, შინაგანი სამყაროსკენ მოგზაურობა და ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა. ეს არის სივრცე, სადაც სიტყვები მხოლოდ სათქმელს კი არ გადმოსცემენ, არამედ ადამიანის ყველაზე ფარულ განცდებს, ფიქრებსა და ემოციებსაც აცოცხლებენ ეს სიტყვები პოეტ ოშო თალაკვაძე ეკუთვნის . Მისი პოეზია სულში ჩამწვდომია ისეთი რომ მუდამ გამახსოვრდება.
Ოშო თალაკვაძე: თუ მკითხავთ, ყველაზე მეტად სწორედ პოეზიას შეუძლია განწყობის შექმნა, სულში ყველაფრის ახლებურად გადალაგება და გარე სამყაროსთან ურთიერთობის ხარისხის ამაღლება. პოეზია ერთგვარი ძალაა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, დაანახოს სხვაგვარად ნაცნობი მოვლენები და ყოველდღიურობას სრულიად ახალი მნიშვნელობა შესძინოს.
სიყვარული, ტკივილი, იმედგაცრუება — ეს ყველაფერი ადამიანის ცხოვრების ნაწილია, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ლექსი აუცილებლად ცხოვრებისეული გამოცდილების გადმოცემა უნდა იყოს. ლექსი უფრო კონკრეტული წამის ემოციაა — ცოცხალი, ახალი და უშუალო. გამოცდილება, ალბათ, მემუარებისთვის უფრო გამოდგება, პოეზია კი იმ წამს ეკუთვნის, როდესაც განცდა სიტყვად იქცევა.
ლექსი რა არის თქვენთვის
ლექსში იმდენი თემა, ამბავი და ემოცია შეიძლება ჩაატიო, რომ მისი სხვისთვის სრულად გაზიარება ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება. ამ დროს საკუთარ თავთან მარტო რჩები. ლექსი შენი შინაგანი სამყაროს თანამოსაუბრეა — მასთან საუბრობ უსიტყვოდ, ჩუმად, მხოლოდ ფიქრით. თითქოს ამ პროცესში საკუთარი თავის ყველაზე ერთგული მეგობარი ხდები.
Პოეზია და ეპოქა
რაც შეეხება პოეზიისა და ეპოქის ურთიერთობას, ეპოქის სულიერი მატიანის შექმნა მართლაც რთული და დიდი პასუხისმგებლობაა. ასეთ მასშტაბურ კვალს ერთეულები ტოვებენ. თუმცა, თუ შენს სტრიქონებს შემორჩა გულწრფელი სათქმელი, სილამაზე და ემოცია, თუ წლების შემდეგაც ვინმე მიუბრუნდა შენს ლექსს, წაიკითხა და მასში საკუთარი განცდა აღმოაჩინა — ეს უკვე ნიშნავს, რომ დარჩი. დარჩი შენც, შენს ლექსთან ერთად.
ლექსი როგორც სიტყვაზე გამარჯვება
თუნდაც ერთი ლექსი აღმოჩნდეს ისეთი, რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: როგორც არ უნდა დიდ ნაპრალს ხედავდეს ვინმე პოეტსა და მის ლექსს შორის, სინამდვილეში ისინი განუყოფელნი არიან. პოეტი და მისი ლექსი ერთი სამყაროს ორი გამოხატულებაა. შეიძლება სიტყვები შეიცვალოს, შეიძლება ემოცია სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგრამ ლექსში ყოველთვის რჩება მისი შემქმნელის სულიერი კვალი.
პოეტი არის თავისი ლექსი — და ლექსი პოეტის მარადიული გაგრძელებაა. 💚



Comments