ნარგიზა კუტალია ,,პერსონა 2025" წლის ტიტულით დაჯილდოვდება.
- iosebkreformatv
- Apr 10
- 4 min read
უკვე 12 წელია რაც პროექტი საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა იმართება. ყოველწლიურად პროექტის ფარგლებში ჩვენი ქვეყნის სამოცი წარმატებული ადამიანი სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის პერსონას ტიტულს ღებულობს.
ცერემონიის ერთერთი მნიშვნელოვანი ტიტული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პერსონას ნომინაცია გახლავთ. აღნიშნულ ტიტულს წელს წარმატებული პედაგოგი ჭიათურიდან ნარგიზა კუტალია მიიღებს. მისი მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობა ცერემონიის საკოორდინაციო საბჭომ უმაღლეს ნიშნულზე შეაფასა.
,,რეფორმა ნიუსმა" ინტერვიუ ჩაწერა ქალბატონ ნარგიზასთან.
მასწავლებელი და პასუხისმგებლობა...
მასწავლებლობა ერთ-ერთი ურთულესი, სათუთი, მგრძნობიარე და საერთოდ მრავალფეროვანი პროფესიაა.
თანამედროვე ცხოვრების პირობებში, საზოგადოებაში ძალიან პოპულარული უნდა იყოს მასწავლებელი. ის ამის მოპოვებას თავდადებული შრომით, პატივისცემით, სიყვარულით შეძლებს. ზოგადად თავისი საქმე ყველა ადამიანს უნდა უყვარდეს, მაგრამ მასწავლებლებს სხვებისგან ბავშვების სიყვარული უნდა განასხვავებდეს. თუ მასწავლებელი ხარ არ უნდა შეწყვიტო საკუთარი თავის განვითარება. ადამიანს მუდმივი შრომა და ცოდნის მიღება აყალიბებს თავისი საქმის პროფესიონალად. მასწავლებლობა უზარმაზარი პასუხისმგებლობა და დიდი სიყვარულია თითოეული მოსწავლის მიმართ. მზე უნდა ანათებდეს გულში და მას ჩაქრობის უფლება არ მისცე. ამავე დროს მასწავლებლისთვის კონკრეტულად ერთი საგნის ცოდნა არაფერია, მრავალმხრივ განათლებული უნდა იყოს. მასწავლებლობა არაა მარტივი პროფესია, ყველა ადამიანის როლი უნდა მოირგო. ყველა პროფესიას თავისი წესები და კანონები აქვს, რასაც გაფრთხილება, ბევრი მუშაობა უნდა. მასწავლებელს ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს. ამას კი თავისი შრომით მიაღწევს. მოსწავლეა მისი შემფასებელი, მასზე უკეთ ვერავინ შეაფასებს. მან ბავშვის თვალით უნდა დაინახოს საკუთარი თავი. ყველა მიზნისკენ უნდა ისწრაფოდეს. ყველა პროფესიას პატივს ვცემ, მაგრამ ეს საპატიო პროფესიაა.
ყოველთვის მახსოვს, რომ მასწავლებლობა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მე, როგორც მასწავლებელი, არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ მოსწავლეთა აღმზრდელიც ვარ.
ჩემი პასუხისმგებლობა მოიცავს შემდეგ კრიტერიუმებს:
1. განათლება და ცოდნის გადაცემა-მე, მასწავლებელმა უნდა ვუზრუნველყო მოსწავლეებში გაგება-სწავლის პროცესი.
2.მოსწავლეთა განვითარება-მე ყოველთვის ვეხმარები მოსწავლეებს აკადემიურ,არამედ პიროვნულ და სოციალურ განვითარებაში.
3.ეთიკური ვალდებულებები -ჩემი ძირითადი მიზანია ყურადღებით,სამართლიანად და პატივისცემით მოვექცე მოსწავლეებს.ვიცი,რომ პედაგოგი მოდელი,მისაბაძი უნდა იყოს მოსწავლესათვის.
4. ინდივიდუალური მიდგომა-ყოველთვის მახსოვს,რომ თითოეული მოსწავლე უნიკალურია,ამიტომ ვითვალისწინებ მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.
5. საზოგადაოებრივი პასუხისმგებლობა - კარგი განათლება საზოგადოებაში პროგრესის საფუძველია და მასწავლებლის როლი ამ პროცესში განუსაზღვრელია.
ჩემთვის, პასუხისმგებლობის მაღალი დონე მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელოვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ საქმედ მიქცევს.
იყო პედაგოგი ნიშნავს?...
იყო პედაგოგი ნიშნავს,იყო მეტი,ვიდრე უბრალოდ ცოდნის გამავრცელებელი. რას ვგულისხმობ?
1.შთაგონება-მე, პედაგოგი უნდა ვიყო,მოსწავლეებისთვის მოტივაციის წყარო,ვეხმარები მათ ინტერესებისა და ნიჭის განვითარებაში.
2.მოთმინება და გულისხმიერება -ვიცით,რომ თითოეული მოსწავლე განსხვავებულია. აქედან გამომდინარე,ვცდილობ გავუგო მათ და მხარი დავუჭირო. არ უნდა დაგვავიწყდეს, ბავშვები ჩვენგან სწავლობენ ცხოვრებისეულ ღირებულებებს.
3.მუდმივი განვითარება-ყოველთვის ვცდილობ, ვიყო თანამედროვე მასწავლებელი, ვახდენ ძველი და ახალი იდეების შერწყმას,ვიძენ ახალ ცოდნას და მეთოდებს.
4. შენების ხელოვნება-ჩვენ,პედაგოგები,საძირკველს ვუყრით ადამიანის მომავალს.ყოველთვის ორიენტირებული ვარ შედეგზე.მინდა ჩამოვაყალიბო კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მოქალაქეები.
მასწავლებლობა, თავისთავად, მხოლოდ გაკვეთილზე ახალი მასალის ახსნასა და გამოკითხვას არ გულისხმობს. ისეთი უნარებია საჭირო, რაც დაგეხმარება მოსწავლეებთან ააწყო სწორი, თანამშრომლობითი კომუნიკაცია. ასაკის შესაბამისად, მათთვის გასაგები ენით გაუზიარო ახალი ინფორმაცია თუ მასალა. სათუთად უნდა შეარჩიო მათთან ურთიერთობის სწორი ტონი, ლექსიკა. სწავლების თანამედროვე მეთოდები გადმოიტანო პრაქტიკაში და ამ ყველაფერთან ერთად, ჯანსაღად მიიღო უკუკავშირი ბავშვებისგან, როგორც პოზიტიური, ისე კრიტიკულიც. მოსწავლეებისთვის, პირველ რიგში, ჯერ მეგობრული, სანდო ადამიანი უნდა იყო და შემდეგ მასწავლებელი. ბავშვები ყველაზე მეტად გრძნობენ გულწრფელ სიყვარულსა და ყურადღებას. ყოველი გაკვეთილისა და დღის ბოლოს იაზრებ განვლილ დღეს და აფასებ შენს თავს, თუ რა შეიძლება გაითვალისწინო მომავლისთვის.
პედაგოგობა მხოლოდ პროფესია არ არის-ეს ჩემი მოწოდება და მისიაა,რომელიც საზოგადოების განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს.
რა როლი აკისრია პედაგოგს მომავალი თაობის აღზრდაში?
რა თქმა უნდა ,უდიდესი.მე ვეხმარები მოსწავლეებს პიროვნულ,სოციალურ და ეთიკურ განვითარებაში.ვასწავლი მათ კრიტიკულ აზროვნებას,ღირებულებების შეფასებას,ვეხმარები სოციალური უნარების განვითარებაში,ვუღვივებ მოტივაციას,ვასწავლი თუ როგორ გახდეს ღირსეული მოქალაქე.
ამიტომ, ვფიქრობ, პედაგოგი მხოლოდ ცოდნას კი არ გასცემს - არამედ,ის ნამდვილი გზამკვლევია, რომელიც მოსწავლეებს განათლებისა და პიროვნული ზრდის გზაზე აყენებს.
მასწავლებლობა ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა. პედაგოგი ახალგაზრდებს მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებს, ეხმარება საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებაში. პედაგოგი უნდა იყოს ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, შემოქმედი, ღირსეული თაობა აღზარდოს, ასევე აუცილებლად კომუნიკაბელური, თავისი საქმის ერთგული ბოლომდე. ყველა მასწავლებელი აუცილებლად უნდა ეცადოს, თანამედროვეობას არ ჩამორჩეს. ვფიქრობ, სხვა პროფესიის წარმომადგენლებისგან სწორედ ეს თვისებები განასხვავებს მას.
ვცდილობ, ეს მისია, მაღალ დონეზე შევასრულო.
რომ არა პედაგოგი, რა პროფესიას ავირჩევდით?
მე მომწონს ადამიანებთან მუშაობა, გამოცდილების გაზიარება.შესაძლოა, ფსიქოლოგია ამერჩია. რატომ? ეს არის ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი დარგი,რომელიც ადამიანის ქცევასა და ფსიქიკურ პროცესებს იკვლევს.კონკრეტულად,გავხდებოდი ნეიროფსიქოლოგი. ეს განსაკუთრებული სფეროა,რომელიც ტვინის ფუნქციებსა და ადამიანის ქცევას შორის კავშირს იკვლევს.ვიმუშავებდი ნევროლოგიურ, ფსიქიატრიული და განვითარების დარღვევების მქონე პაციენტებთან.
დავეხმარებოდი ბავშვებს და მოზარდებს სწავლის სირთულეების იდენტიფიცირებასა და გადაჭრაში.
ჩავატარებდი ტვინის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებას სპეციალური ტესტებით,რათა განვსაზღვრო მეხსიერების, კონცენტრაციის, ენის, აღქმის და სხვა კონკრეტული უნარების მდგომარეობა.
მექნებოდა ჩემი კაბინეტი და მოვემსახურებოდი ხალხს.ხშირად ჩავატარებდი საქველმოქმედო კვლევას.დავდგებოდი ადამიანების გვერდით.
რას ნიშნავს, მშობლის, საზოგადოების სიყვარული?
ჩემთვის , ყველაფერი ეს ნიშნავს გულწრფელ მზრუნველობას,პატივისცემას და პასუხისმგებლობას იმ ადამიანების მიმართ,ვისთანაც მე ვმუშაობ.
ეს სიყვარული მრავალმხრივ გამოვლინდა.
მოსწავლის სიყვარული-ამაში ვგულისხმობ მის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაზე ზრუნვას.პედაგოგო არა მხოლოდ ცოდნას გადასცემს ,არამედ მოსწავლის უნარების, ინტერესებისა და ემოციური კეთილდღეობის განვითარებაზეც ზრუნავს.
მშობლის სიყვარული-მოსწავლის მშობელთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია.სწორი კომიკაცია ხელს უწყობს მოსწავლის წარმატების, თვითშეფასების და ემოციურ კეთილდღეობას.
ვიყენებ მშობელთან ურთიერთობას სხვადასხვა პრინციპს-თანამსრომლობა და პარტნიორობა,ღია და კონსრტრუქციული კომუნიკაცია,პოზიტიური უკუკავშირი,პრობლემების დროული იდენტიფიცირება.ასეთი ურთიერთობები დადებით შედეგებს გვაძლევს.მშობელიც კმაყოფილია, ბავშვი და პედაგოგიც.
საზოგადოების სიყვარული დიდად დასაფასებელია.ეს პროცესი გულისხმობს განათლებული და კეთილსინდისიერი მოქალაქეების აღზრდას, რადგან განათლება მხოლოდ ინდივიდუალურ წარმატებას არ ემსახურება, არამედ , მთელ საზოგადოებას.
მასწავლებელი იმთავითვე გახდა საზოგადეობის თვალი, ცოდნის პიროვნული პატიოსნებისა და კაულტურის, შეგნებისა და სინათლის, ნათელის თაობათა შორის გადამცემი; ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდაზე ზრუნვით მასწავლებელს თავიდანვე დაეკისრა საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე პასუხისმგებლობა. მასწავლებელს დღემდე ურთულესი მისია აქვს აღებული - ახალგაზრდობის ჩამოყალიბება კეთილსინდისიერ, მორალურად სუფთა, კაცთმოყვარე, განათლებულ და კულტურულ პიროვნებებად, ღირსეულ ადამიანებად, რომლებიც შეძლებენ საზოგადოებაში არსებული პრობლემების ეფექტიანად გადაჭრას. ამ მიზნით, მასწავლებელი ასრულებს საგანმანათლებლო, განმავითარებელ, აღმზრდელობით და საზოგადოებრივ -პედაგოგიკურ ფუნქციებს.
საზოგადოების მიმართ სიყვარულს გამოვხატავ ემპათიით, პატივისცემით,სოციალური პასუხისმგებლობით, თანადგომით,სიკეთით, ჩემი აქტიური მოქალაქეობით.
ჩემი ძირითადი პრინციპებია-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულმა, დემოკრატიული პროცესების პატივისცემა და ტოლერანტობა.
ამგვარი სიყვარული პედაგოგისათვის, არა მხოლოდ ემოციური დამოკიდებულებაა,არამედ მისი მისიისა და მოწოდების საფუძველიც.
მასწავლებელი ხშირად ღებულობს გულთბილ წერილებს,სადაც მოსწავლეები, მშობლები, მოქალაქეები გამოხატავენ მადლიერებას, პატივისცემას და უძღვნიან გულთბილ სიტყვებს.
მადლობა ყველას. თქვენ მე მაბედნიერებთ.
თქვენთან ერთად ცხოვრება, მშვენიერია!!!
Comments