top of page

Ნია ადონია და ანსამბლი,, იმერი",, პერსონა 2025" წლის ტიტულით დაჯილდოვდება

  • iosebkreformatv
  • Apr 26
  • 2 min read

Ნია ადონია და ანსამბლი ,, იმერი"

პერსონა 2025 წლის ტიტულით დაჯილდოვდება. Საქართველოს წარმატებული ადამიანების და

ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია 2013 წლიდან იმართება.

Ნია ადონია გახლავთ ქორეოგრაფიული ანსამბლ,, იმერი "-ს დამფუძნებელი.

Ნია ადონია ასე გვიამბობს თავის შესახებ.

Ნია ადონია:

თითოეულ ადამიანს აქვს თავისი გზა, ზოგი სიმშვიდეს ტაძარში პოულობს,ზოგი ხელოვნებაში,ზოგი კი მზის ჩასვლისას ცას შეჰყურებს და საკუთარ თავს ერთ მარტივ,მაგრამ ამავდროულად ურთულეს კითხვას უსვამს "ვინ ვარ მე ?"

მე ადამიანი ვარ ,რომელსაც სჯერა ,რომ პროფესია მხოლოდ სამუშაო არაა...

პროფესია სარკეა, სადაც ხედავ საკუთარ ღირებულებებს ,ოცნებებს,

და იმ წვლილს ,რომელიც მინდა ჩემს საზოგადოებას შევმატო .

ბავშვობიდან მჯეროდა,რომ პროფესია ხიდია გულსა და სამყაროს შორის,ხიდი რომელსაც თავად აშენებ ,იმედით სიყვარულით და დაუღალავი შრომით .

საზოგადოება კი ცოცხალი ორგანიზმია ,სადაც ყველას თავისი ადგილო და როლო აქვს:ზოგი ხელოვანია ,ზოგი მკურნალი,ზოგი მასწავლებელი. ყველა მათგანი აუცილებელია,რათა ჩვენი ქალაქები ,სოფლები და მთელი ქვეყანა აღმოცენდეს და გაძლიერდეს.

დღეს მე უკვე ვიპოვე ჩემი გზა ...მე ვარ ქორეოგრაფი ,ჩემი პროფესია ჩემთვის მხოლოდ საქმე არ არის, ეს ჩემი ენაა,რითაც ვესაუბრები სამყაროს ,ჩემი ხმაა,რომელსაც მელოდიითა და მოძრაობით გადავცემ .ცეკვა ჩემთვის ხელოვნების სიხარულისა და თავისუფლების სივრცეა ,სადაც ადამიანს შეუძლია გამოხატოს ის ,რასაც სიტყვებით ვერ იტყოდა, ცეკვა არ არის მხოლოდ მოძრაობა,ეს სულის ენერგიაა,ადამიანებს შორის უხილავი კავშირი,რომელსაც თითოეული მოძრაობა ამყარებს .როცა ვასწავლი ცეკვას ,ვიცი რომ მხოლოდ ტექნიკას და ნაბიჯებს არ ვასწავლი. ვასწავლი რწმენას ,თავისუფლებას,სიყვარულს,

ერთმანეთის პატივისცემას და საკუთარი თავის აღმოჩენას ..

საზოგადოება კი ჩვენ გვაყალიბებს ,მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვქმნით მას.

სწორედ ამიტომ მჯერა,რომ ჩემი პროფესია არ არის მხოლოდ ჩემი პირადი ბედისწერა.

ეს არის გზის გაკვალვა იმ სამყაროსკენ ,სადაც ადამიანები ერთმანეთის გვერდით დგანან,ერთად იბრძვიან და ცეკვის მსგავსად, სინქრონულად ,ქმნიან სითბოს,სიყვარულს და ადამიანურობით სავსე სივრცეს, პროფესია და საზოგადოება ურთიერთდამოკიდებული ცოცხალი სისტემაა..

რაც უფრო მეტ სიყვარულს სითბოს და პროფესიონალიზმს ჩაიდენთ ჩვენს საქმეში.მით უფრო ღირებულ და ნათელ საზოგადოებას ავაშენებთ.

მე ამ გზაზე უკვე ვარ ,მე ვარ ქორეოგრაფ, მასწავლებელი და ყოველ დღე ვქმნი იმ პატარა სამყაროს ,სადაც ბავშვებს შეუძლიათ,თავიანთი თავი ,სიხარული და სიცოცხლე ხელოვნებაში და ერთმანეთში იპოვონ.

Comments


მადლობა!

bottom of page