თინათინ თომაძე ,,პერსონა 2024" წლის ტიტულით დაჯილდოვდება
- iosebkreformatv
- Nov 27, 2024
- 1 min read

ესთეტიკურ პლასტიკური გინეკოლოგია მედიცინის შედარებით ახალი დარგია, რომელიც საქართველოში ფეხს ეხლა იკიდევს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სანედიცინო სფეროში ამ დარგის ფუძემდებელი ექიმი თინათინ თომაძე გახლავთ. თინათინ თომაძე მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ,,პერსონა 2024" წლის ტიტულით დაჯილდოვდება.
რეფორმა ნიუსმა ქალბატონ თინათინთან ბლიც ინტერვიუ ჩაწერა.
რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
პროფესიულ არჩევანზე იმოქმედა ერთადერთმა გარემოებამ ეს არის რომ მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა რაც მანიჭებს უდიდეს ბედნიერებას. ყველა ჩემი პაციენტი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია და მიდგომაც შესაბამისი მაქვს .
რას ნიშნავს იყო კარგი ექიმი?
შეიძლება იყო არაჩვეულებრივი , მცოდნე და გამოცდილი ექიმი მაგრამ იყო ექიმი ნიშნავს უზომიდ გიყვარდეს შენი საქმე რასაც ემსახურები , გიყვარდეს ადამიანის ფენომენი რათა მიიღო ახლოს გულთან ყველა პრობლემა და ჩივილი არა მარტო ჯანმრთოლობასთან დაკავშირებული არამედ ზოგადად , რადგან პაციენტი ხშირ შემთხვევაში იმ პირად საკითხებსაც განიხილავს ექიმთან. იყო ექიმი ნიშნავს იყო პირველ რიგში მეგობარი შენი პაციენტისთვის.
აკეთო რაც შეიძლება ბევრი სიკეთე , გააბედნიერო რაც შეიძლება მეტი ადამიანი შენი არსებიბით ამ დედამიწაზე და რათქმა უნდა გიყვარდეს უანგაროდ !
რას გრძნობთ როცა პაციენტი თქვენთან მოდის და თავს განდობთ?
გრძნობ თუ რამხელა როლი და პასუხის მგებლობა გაკისრია როდესაც ხარ მკურნალი არა მარტო სხეულის არამედ სიცოცხლის ხარისხს უცვლი ადამიანებს და უბრალოდ შემდეგ სიცოცხლე გიხარია რადგან ერთი გადარჩენილი პქციენტი ტოლია სამყაროს!



Comments