top of page

Სალომე ჩხეიძე წარმატებული იურისტი და ხელოვანი

  • Apr 29
  • 1 min read

Სალომე ჩხეიძე მრავალმხრივ წარმატებული ახალგაზრდა ქალბატონია. იგი საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2026 წლის ტიტულით დაჯილდოვდება.


სალომე ჩხეიძეს იურისტობა ადრეული ასაკიდან ჰქონდა გადაწყვეტილი, უყვარდა დეტექტივები და ყოველთვის უნდოდა სამართლიანობის დაცვა. 2014-2018 წლებში სწავლობა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე და ამაზე უნივერსიტეტში დაასრულა მაგისტრატურაც. გახდა ასევე ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით. 2015-2019 წლებში მუშაობდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში , ხოლო 2022-2023 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტერის მერიაში, შესაბამისად, მას საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილებაც აქვს. თუმცა, იურისტობის მიღმა სალომეს კიდევ უამრავი ინტერესოს სფერო აქვს: მას გერმანული სკოლა აქვს დამთავრებული და გერმანულ ენას ფლობს C1 დონეზე, შესაბამისად, ის ხშირად იმყოფებოდა სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით გერმანიაში და ამჟამად გერმანულენოვანი გიდიც გახლავთ საქართველოს მასშტაბით. სალომეს ინტერესის სფერო ხელოვნებასაც ძლიერ უკავშირდება: იგი არის თვითნასწავლი მხატვარი, მისი ნახატები გვხვდება როფორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოფენებში, მისი ბიოფრაფია და ნამუშევრები ასევე წარმოდგენილია წიგნში "ეპოქის ფერები". გარდა ამისა, სალომეს გამოცემული აქვს საკუთარი წიგნი- სიჩუმის მიღმა, რომლის პრეზენტაციაც წარმატებით შედგა და გაყიდვაშიც არის. სულ ცოტა ხნის წინ სალომე გახდა ასევე ახალშექმნილი თეატრალური დასის "სივრცე N21" წევრი და მონაწილეობა მიიღო სპექტაკლში "ფიზიკოსები", რომლის პრემიერაც საკმაოდ წარმატებულაფ შედგა. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას , რომ სალომე ჩხეიძეს იურიდიულ და ხელოვნების სფეროში უკვე საკმაო წვლილი აქვს შეტანილი.

Comments


მადლობა!

bottom of page