top of page

ოჯახური ტრადიცია სცენაზე: „პერსონა 2026“-ის ნომინანტები — მიხეილ პირველაშვილი, რიტა ორმოცაძე და ანსამბლი „ახალი ერა“

  • 7 hours ago
  • 2 min read

ოჯახური ტრადიცია სცენაზე: „პერსონა 2026“-ის ნომინანტები — მიხეილ პირველაშვილი, რიტა ორმოცაძე და ანსამბლი „ახალი ერა“

​საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა“ ტრადიციულად აგრძელებს იმ ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა აღმოჩენასა და აღიარებას, რომლებსაც ქვეყნის კულტურულ განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ. „პერსონა 2026“-ის ტიტულის ნომინანტებს შორის წელს ქორეოგრაფები — მიხეილ პირველაშვილი, რიტა ორმოცაძე და მათ მიერ დაარსებული საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ახალი ერა“ დასახელდნენ.

​ეს არის ისტორია ოჯახურ ერთგულებაზე, ნიჭსა და ქართული გენის უწყვეტობაზე, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია სცენიდან იწერება.

​ვანიდან მსოფლიო სცენამდე — ანსამბლის შემოქმედებითი გზა

​ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ახალი ერა“ 2005 წლის გაზაფხულზე, ქალაქ ვანში დაარსდა. მისი შემქმნელები მეუღლეები — მიხეილ პირველაშვილი და რიტა ორმოცაძე არიან. მათ საკუთარი ცხოვრება და ოჯახი სრულად დაუკავშირეს ქართული ცეკვის პოპულარიზაციას.

​ანსამბლის პროფესიულ სიძლიერესა და დახვეწილ სტილს საფუძვლად უდევს პროფესიული განათლება. ანსამბლის დამდგმელმა ქორეოგრაფმა, რიტა ორმოცაძემ, 2006 წელს დაამთავრა ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი, დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით. ანსამბლის მართვასა და საორგანიზაციო საქმიანობას კი სათავეში უდგას ხელმძღვანელი მიხეილ პირველაშვილი.

​წლების განმავლობაში „ახალმა ერამ“ არაერთი მწვერვალი დაიპყრო. მათ წარმატებით იმოგზაურეს და საკუთარი ხელოვნება წარადგინეს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში: თბილისში, ბათუმში, მცხეთაში, წაღვერში, ცაგერში, ქუთაისში, ბაღდათსა თუ ზესტაფონში.

​საერთაშორისო აღიარება და საგასტროლო წარმატებები

​ანსამბლის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საერთაშორისო ასპარეზს:

  • 2023 წლის შემოდგომა (ათენი, საბერძნეთი): განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასია“-ს (ხელმძღვანელი — ცნობილი ქართველი ემიგრანტი, დოქტორი, ელინისტი და მეცნიერი, ბატონი ავთანდილ მიქაბერიძე) მიწვევით, ანსამბლი 5-დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა საბერძნეთში. „ახალმა ერამ“ ფაქტობრივად სოლო კონცერტი გამართა და მაყურებლის წინაშე 9 უბადლო ქორეოგრაფიული ნომრით წარდგა.

  • 2025 წლის ზაფხული (სომხეთი): ანსამბლი საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა სომხეთის რესპუბლიკაში გამართულ ფესტივალ-კონკურსზე, სადაც კიდევ ერთხელ ღირსეულად და ტაშის გრგვინვით წარმოაჩინა ქართული კულტურა.

​150 აღსაზრდელი და ერთი დიდი ოჯახი

​დღეისათვის „ახალი ერა“ 150-მდე მოცეკვავეს აერთიანებს. ანსამბლში თაობათა ცვლა და მუშაობის პროცესი სამ ასაკობრივ ჯგუფში მიმდინარეობს, სადაც საქმეში მიხეილისა და რიტას შვილებიც არიან ჩართულნი.

 
 
 

Comments


მადლობა!

bottom of page