Ჯილდა ჭიჭინაძე ათწლეულის პერსონა განათლებაში
- iosebkreformatv
- Jul 25
- 1 min read
,,პერსონა 2025“ — ნომინაცია: „ათწლეულის პერსონა განათლებაში“
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა“ სიამაყით წარმოგიდგენთ ნომინაციაში „ათწლეულის პერსონა განათლებაში“ — ინგლისური ენის პედაგოგს და საერთაშორისო რანგის ტრენერს, ქალბატონ ჯილდა ჭიჭინაძეს.

ჯილდა ჭიჭინაძის პედაგოგიური მოღვაწეობა ათეულობით წელს მოიცავს. პროფესიული კარიერა დაიწყო საჯარო სკოლაში, ხოლო მოგვიანებით გადაერთო კერძო პედაგოგიურ საქმიანობაზე. მისი მრავალწლიანი, პროფესიონალური და მიზანმიმართული მუშაობის შედეგია ასობით წარმატებული აბიტურიენტი, მაგისტრანტი და დოქტორანტი, რომელთაც დიდი მიღწევები აქვთ ინგლისური ენის მიმართულებით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქალბატონი ჯილდას მიერ მომზადებული სტუდენტები გამორჩეული წარმატებით აბარებენ ინგლისური ენის ეროვნული და საერთაშორისო გამოცდებს.
მისი მოღვაწეობა არაერთხელ დაფასებულა. სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ იგი არაერთგზის დასახელდა „წლის საუკეთესო პედაგოგად“, მათ შორის ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიერ — როგორც რჩეული პედაგოგი.
ონლაინ პლატფორმა „რეფორმა TV“-ს მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივ გამოკითხვაში კი ჯილდა ჭიჭინაძე დასახელდა „წლის რეფორმატორ ქალად პროფესიულ საქმიანობაში“.
პერსონას მიერ მან ასევე მიიღო ტიტულები:
🔹 „პერსონა განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“
🔹 „ბრენდ პერსონა“ — რაც მისი პროფესიული რეპუტაციისა და დამსახურებების საერთაშორისო აღიარებასაც უსვამს ხაზს.
გარდა პედაგოგიური საქმიანობისა, ქალბატონი ჯილდა აქტიურად ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას, მათ შორის ახორციელებს ტექნოლოგიური და სამედიცინო მასალების თარგმანებს ინგლისურიდან ქართულად — მაღალი ხარისხითა და სიზუსტით.



Comments