top of page

„პერსონა 2026“ წლის ტიტულზე ლანა ლაცუზბაია წარადგინეს

  • 3 minutes ago
  • 2 min read

„პერსონა 2026“ წლის ტიტულზე ლანა ლაცუზბაია წარადგინეს

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა 2026“ საზოგადოებას კიდევ ერთ გამორჩეულ ნომინანტს წარუდგენს. წლის ტიტულზე წარდგენილია ლანა ლაცუზბაია – დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯერი, საზოგადო მოღვაწე, საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების ინიციატორი.

ლანა ლაცუზბაია ქალაქ სოხუმში დაიბადა. მისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა აერთიანებს მედიცინის, ჯანდაცვის მენეჯმენტის, განათლებისა და საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართულებებს. წლების განმავლობაში მან წარმატებით განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.

განათლება აფხაზეთის №2 სკოლაში მიიღო, მოგვიანებით სწავლა გააგრძელა სასწავლებელ „ორიენტირში“, ხოლო უმაღლესი განათლება წმინდა ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია მოიპოვა.

პროფესიული განვითარების მიზნით გავლილი აქვს არაერთი სასწავლო პროგრამა და ტრენინგი, მათ შორის: საქართველოს სახალხო დამცველის პროგრამა „ადამიანის უფლებები და მისი დაცვის მექანიზმები“, სახელმწიფო მომზადება-გადამზადების პროგრამა – ოფის-მენეჯერის კურსი, Solid Style Studio-ს ლაზეროთერაპევტის კურსი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პროგრამა, რენტგენო-ლაბორანტის პროფესიული მომზადების კურსი, საოფისე და ინფორმატიკული კომპიუტერული პროგრამები, European School of Business-ის ტოპ-მენეჯერების პროგრამა, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის კურსი „როგორ დავიწყო და განვავითარო ბიზნესი“, Albiud Dental Center-ის პროგრამა „პერსონალური მონაცემების დაცვა სტომატოლოგიურ დაწესებულებებში“, ასევე მართლმსაჯულების სახლის კურსი „მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის ხელოვნება“.

ლანა ლაცუზბაიას პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც სამედიცინო, ისე მენეჯერულ საქმიანობას. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა UniGeo – International University of Georgia-ში, Ultra Laboratorios-ში, იყო „32 Dent“-ის აღმასრულებელი დირექტორი, აფხაზეთში ქართულ-აფხაზური ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი, Smile Factory-ის ფინანსური დირექტორი, LDS SHONI DENT-ის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, ასევე „რეკომენდ-დენტის“ მენეჯერი.

პარალელურად, იგი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმიანობაში. ლანა ლაცუზბაია არის საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიის წევრი, „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალი“ პროგრამის კოორდინატორი აფხაზეთის რეგიონში, ქალთა ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ წევრი 2012 წლიდან, First Georgian International Diaspora Educational Academy-ის დირექტორი, The First International Association of Georgian Calligraphy-ის ვიცე-პრეზიდენტი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძის ლოცვა-კურთხევით შექმნილი საგანმანათლებლო და კულტურული რეგიონული ჰაბის მიმართულების ხელმძღვანელი და თანაპარტნიორი, ასევე ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“-ის წევრი და აფხაზეთის რეგიონის წარმომადგენელი.

მისი ავტორობითა და ინიციატივით არაერთი საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და კულტურული პროექტი განხორციელდა, რომლებიც ემსახურება პროფესიული განათლების ხელშეწყობას, დიასპორული ურთიერთობების გაძლიერებასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

ლანა ლაცუზბაია ფლობს ქართულ, მეგრულ, აფხაზურ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს, რაც საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს.

მისი საზოგადოებრივი და კულტურული საქმიანობა არაერთხელ დაფასდა. განსაკუთრებული აღიარების ნიშნად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით, მას გადაეცა სპეციალური მადლობის სიგელი საზღვარგარეთ ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

„პერსონა 2026“ განსაკუთრებული პატივით წარადგენს ლანა ლაცუზბაიას წლის ტიტულზე. მისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა, ლიდერული გამოცდილება, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო მასშტაბის პროექტები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ადამიანების მნიშვნელობას, რომლებიც საკუთარი საქმიანობით საქართველოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩენენ.

Comments


მადლობა!

bottom of page