top of page

შორენა მწითურიძე – პერსონა 2025 ქართული ცეკვის ღვაწლი და თაობებს გადაცემული ტრადიცია

  • iosebkreformatv
  • Sep 28
  • 2 min read

შორენა მწითურიძე – ქართული ცეკვის ღვაწლი და თაობებს გადაცემული ტრადიცია

Ქართული ცეკვა ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილი და ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა. არსებობს ადამიანები, რომლებიც თავიანთ ნიჭს, ენერგიასა და გამოცდილებას მთლიანად ქართულ ცეკვას უძღვნიან და თაობებს უზიარებენ მის მნიშვნელობას. შორენა მწითურიძე სწორედ ასეთი პიროვნებაა – ქორეოგრაფი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართულ ცეკვას მიუძღვნა, ხელმძღვანელობს ორ წარმატებულ ანსამბლს და წარმატებულად ახორციელებს თაობათაშორის გადაცემას.

Როგორ დაიწყო თქვენი გზა ქართულ ცეკვაში?

სკოლამდელი ტელევიზორში ცეკვებს, რომ ვუყურებდი მეც ვიმეორებდი როგორც შემეძლო. სიმღერის ნიჭი მქონდა, ცეკვაც ისეთი მომაჯადოებელი იყო, ჩემთვის ვცეკვავდი გაპრანჭული და ლამაზად. ეს ჩემ მშობლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და შვიდი წლის ასაკში შემოიყვანეს კასპის ანსამბლ „დიდგორის“ სტუდიაში.

– როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერა ანსამბლ „დიდგორში“?

წარმატებით დავამთავრე სტუდია და დავიწყე ანსამბლ „დიდგორი“ ცეკვა, ისეთ ცნობილ სახეებთან როგორებიც იყვნენ ბატონები რევაზ ჭოხონელიძე, ტარიელ მინაძე და ტარიელ ბახტაძე. ანსამბლში ცეკვის დროს დავამთავრე ქორეოგრაფიული სახალხო უნივერსიტეტი. და ოჯახი ჩემი ცეკვის მეწყვილეზე. აი ასე გახდა ცეკვა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი.

– რა დამოკიდებულება გაქვთ მომავალ თაობასთან და ქართულ ცეკვასთან მიმართებაში?

რეგიონში საუკეთესო დამოკიდებულება აქვს მომავალ თაობას ქართული ცეკვისადმი. მსოფლიო აღფრთოვანებულია ქართული ცეკვის ხიბლზე. შინაარსზე, სირთულეებზე, ვაჟკაცობა და ქალური სილამაზეზე. ქართულ ცეკვაში არის ტრადიციული კოდი და მუხტი ქართულ ცეკვაზე.

– სად მუშაობდით და რა გამოცდილება მიიღეთ?

სკოლისა და სტუდია „დიდგორის“ შემდეგ ვმუშაობდი კასპის პირველ, მეორე და მეექვსე საბავშო ბაღებში ქორეოგრაფად. შვიდი წელი მივიღე გამოცდილება და პრაქტიკა, მოგეხსენებათ ცეკვა სხვაა და პედაგოგობა სულ. ასევე ზაქარიაძის ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავამთავრე სადაც მივიღე დიპლომი, ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

– რომელ ანსამბლებს ხელმძღვანელობთ?

1992 წელს თვალდის კულტურის სახლში გავხსენი ქორეოგრაფიული ანსამბლი „კავთურა“, რომელიც დღემდე დიდი სიყვარულით და მონდომებით ვხელმძღვანელობ. მოგვიანებით მშობლიურ ზემო ხანდაკის კულტურის სახლში დავიწყე მუშაობა ქორეოგრაფად. 1994 წელს ჩამოვაყალიბე ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტაშარი“, რომელსაც ტარიელ შარიფაშვილის უკვდავი სულის საპატივსაცემოდ ეწოდა სახელი „ტაშარი“.

იგი აფხაზეთის ომის დროს იყო კასპის ბატალიონის უფროსი. მან სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას შესწირა თავი.

– რა როლი აქვს ქართულ ცეკვას ქართულ კულტურაში?

ქართულ ცეკვას ქართულ კულტურაში უმნიშვნელოვანესი როლი უკავია. ცეკვა ჩვენი ცხოვრება და ყოფას, ჟესტიკულაციით და მოძრაობით, შესაფერისი დამახასიათებელი მუსიკით, ჩაცმულობით და ილეთებით, ყვებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციებს, ლეგენდებს, პოემების, საგმირო ბრძოლის კადრებს, სამშობლოს სიყვარულის შესახებ. რამაც გულგრილი არ ტოვებს მაყურებელს.

– რას გეგმავთ სამომავლოდ?

სამომავლო გეგმებს განვიხილავთ ყოველთვის საუკეთესო კონტექსტში. შრომა, შრომა და შრომა დარბაზში უკეთესი მომავლისთვის. ვცდილობ მაყურებლისგან და ჟიურისგან დავიმსახურო მქუხარე ტაში და კარგი შეფასება. დიდი ტიტანური და საყვარელი საქმიანობაა ქორეოგრაფი. ეს ჩვენი ტრადიციაა, რასაც უწყვეტ ჯაჭვად გადავცემთ თაობებს. ცეკვა ჩემი განუყოფელი ნაწილია.

ვინ აგრძელებს თქვენს საქმეს დღეს თქვენთან ერთად?

ახლა უკვე ჩემთან ერთად ჩემს გვერდითაა ჩემი შვილი მედეა მწითურიძე, რომელმაც დაამთავრა კასპის სახალხო სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლი „დიდგორი“, ასევე ჩაირიცხა ზაქარიაძის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და ლაზიშვილის ხელოვნების უნივერსიტეტში. ის დღეს ქორეოგრაფად მუშაობს ანსამბლ „კავთურაში“ და „ტაშარში“.

Comments


მადლობა!

bottom of page