სოფო გოგებაშვილი და ანსამბლი ალგეთის პერსონა 2024 წლის ტიტულს მიიღებს
- iosebkreformatv
- Oct 28, 2024
- 1 min read
სოფო გოგებაშვილი და ანსამბლი ალგეთის პერსონა 2024 წლის ტიტულს მიიღებს.
გთავაზობთ ინტერვიუს ქორეოგრაფიული ანსამბლ ალგეთის ხელმძღვანელ სოფო გოგებაშვილთან.
რას ნიშნავს თქვენთვის ქართული ქორეოგრაფია?
ქართული ქორეოგრაფია, ანუ ქართული ცეკვის ხელოვნება, არის ქართულ კულტურასა და მემკვიდრეობაზე, ასევე ტრადიციებსა და ადათ-წესებზე აგებული ნიმუში, რომელიც უძველესი დროიდან იდგავს ფესვებს და თანდათან უფრო ვითარდება და იხვეწება. ქართული ქორეოგრაფია ჩემი სულის ნაწილი იყო, არის და იქნება ყოველთვის.
რა არის თქვენი მთავარი კრედო?
მინდა ყველა ბავშვს, რომელსაც უჭირს ცეკვის შესწავლა და როგორც ამბობენ ხოლმე, რომ არ აქვს სმენა, შევასწავლო სრულყოფილად ქართული ცეკვა. მჯერა რომ ქართული ქორეოგრაფია კიდევ უფრო აღორძინდება და საუკუნოდ დარჩება მომავალ თაობებში.
მოგვიყევით ,,ალგეთის" შესახებ?

რაც შეეხება ანსამბლ ,,ალგეთს": ჩამოვაყალიბე ლაგოდეხის რაიონში სტუდია, რომელიც ბევრი წინაღობისა და სირთულის მიუხედავად აღორძინების გზაზეა. დიდი შრომის შედეგად, ანსამბლს აღებული აქვს უამრავი ჯილდო, რაც კიდევ უფრო დიდი სტიმული ხდება ჩვენთვის.
როგორ ფიქრობთ რა ადგილი უკავია ქართულ ცეკვას მომავალი თაობის აღზრდა განვითარების მხრივ?
მომავალი თაობის აღზრდა-განვითარებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის ქართულ ცეკვას. ცეკვა გადმოგვცემს ადამიანის შინაგან განცდებსა და ემოციებს. ქართული ცეკვა ბედნიერების შეგრძნებაა, რომელიც ყველა ქართველმა უნდა განიცადოს.
ქართული ცეკვის დროს ბავშვი, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად ვითარდება, იხვეწება და რაც მთავარია სწავლობს საქართველოს ძველ წეს-ჩვეულებებს
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩემი სამომავლო გეგმები სტუდია ალგეთის, ძალიან მრავალფეროვანია. ჩემი და მოსწავლეების დიდი შრომითა და ძალისხმევით ყველანაირად ვეცდებით ანსამბლი კიდევ უფრო გაძლიერდეს და გააგრძელოს წინსვლა



Comments