პროფესორი ირაკლი ხმალაძე ,,პერსონა 2024" წლის ტიტულს მიიღებს
- iosebkreformatv
- Nov 17, 2024
- 2 min read

მედიცინის მეეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამედიცინო საზოგადოების ნამდვილი წევრი, გასტროენტეროლოგი , ლექტორი ირკლი ხმალაძე , მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ,,პერსონა 2024“ წლის ტიტულით დაჯილდოვდება.
წვლილისთვის ,,პერსონა 2024“ წლის ტიტულით დაჯილდოვდება.
რეფორმა ნიუსმა ბატონ ირაკლისთან ბონუს ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო ირაკლი,
რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
რაც თავი მახსოვს, ბავშვობიდანვე ექიმობა მინდოდა. შეიძლება ეს გენეტიკურიც იყო, რადგან დიდი ბაბუა გიორგი ბადრიძე საქართველოში პედიატრიის ერთ-ერთ პიონერად და დარგის კორიფედ ითვლება. ყოველთვის მინდოდა, რომ ადამიანები დაავადებით გამოწვეული ტანჯვისა და ტკივილისაგანნ გამეთავისუფლებინა. განა რა უნდა
იყოს იმაზე მეტი ბედნიერება, როდესაც ერთ დროს უზომოდ შეჭირვებულ პაციენტს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უბრუნებ შენი ამდენი ხნის სწავლისა და წლების გამოცდილების მეშვეობით. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი პაციენტის გადარჩენაში უფლის ხელიც ურევია და კიდევ ერთ სასწაულს წარმოადგენს. ვერც ერთი ჯილდო და განძი ვერ შეედრება გამოჯანმრთელებული პაციენტის მადლიერებასა და მის მიერ ნათქვამ სიტყვებს - `გმადლობთ ექიმო!~.
გარდა პროფესიული უნარ-ჩვევებისა, რა არის აუცილებელი ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის დროს?
ჩემთვის ექიმობა მხოლოდ პროფესია არ გახლავთ, უპირველესად ის სულის მდგომარეობა უფროა. მთავარია გიყვარდეს პაციენტი, შეგეძლოს გულთან ახლოს მისი პრობლემების მიტანა, ასევე ძალზე მნიშვნელოვანია მისი ყურადღებით მოსმენა და მისთვის გასაგებ ენაზე არსებული პათოლოგიის შესახებ ინფორმაციის სწორი მიტანა. აუცილებელია პაციენტისათვის გაურკვევლობით გამოწვეული სტრესის მოხსნა, დამშვიდება და მკურნალი ექიმის მიმართ მყარი ნდობის ჩამოყალიბება. პაციენტი კაბინეტიდან გაღიმებული უნდა გამოდიოდეს!
რა არის თქვენი ცხოვრების კრედო?
ყოველთვის ვიყო მზად, რომ ყველაფერი გავაკეთო პაციენტის გადასარჩენად და მისთვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ვიყო მაღალი აკადემიური დონის პედაგოგი და სასწავლო პროცესის წარმმართველი, რათა მაქსიმალურად გავუზიარო მომავალ თაობას ჩემი ცოდნა და გამოცდილება, ასევე ვცდილობ ვიყო ქართული სამედიცინო და ზოგადად საზოგადოების ღირსეული წევრი.
რას გრძნობთ კმაყოფილი და გამოჯანმრთელებული პაციენტის ხილვისას?
ძალიან ძნელია სიტყვებით აღწერო ის სიამოვნება, რასაც ამ მომენტში ვგრძნობ. ეს შეგრძნება რაღაცით მსოფლიო რეკორდის დამყარებას ან ოლიმპიურ ჩემპიონობით გამოწვეულ სიხარულს ჰგავს. განსაკუთრებული სიამაყის შეგრძნება მეუფლება და საოცარი სითბო მეღვრება ხოლმე გულში... მართლაც, რომ ღმერთის სასწაულია, როცა ვინმეს განკურნავ!
რომ არა ექიმი...
ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა ამპლუაში, თუმცა საკმაოდ კარგი მუსიკალური განათლება მაქვს მიღებული (ნიჭიერთა ათწლედი, ფორტეპიანოს განხრით), ამავდროულად დამთავრეული მაქვს მეორადი ფაკულტეტი სამსახიობო ხელოვნების განხრით, რაც სტუდენტობის დროს ძალზე გამომადგა. სხვათაშორის ექიმი გარკვეულწილად ფსიქოლოგი და მსახიობიც უნდა იყოს. ხშირად კარგი იუმორი ძალზე მნიშვნელოვანია პაციენტებთან ურთიერთობის დროს.
Comments