top of page
ლოგოპედმა ნინო ნაკანმა ზესტაფონში უფასო კონსულტაციები გამართა

ლოგოპედმა ნინო ნაკანმა ზესტაფონში უფასო კონსულტაციები გამართა

Oct 11
1 min read

ლოგოპედმა ნინო ნაკანმა ზესტაფონში უფასო კონსულტაციები გამართა

ზესტაფონში მეტყველების თერაპევტმა, ლოგოპედმა ნინო ნაკანმა, ბავშვებისთვის უფასო საკონსულტაციო შეხვედრები გამართა.

კონსულტაციები ზესტაფონის კლინიკა „ელიტაში“ ჩატარდა და 2-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს მოიცავდა. შეხვედრების ფარგლებში სპეციალისტმა დაახლოებით 70 პაციენტი მიიღო, შეაფასა მათი მეტყველების თავისებურებები და საჭიროებისამებრ შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

გამოკვლევისა და კონსულტაციის შედეგად, პაციენტების ნაწილი ნინო ნაკანმა შემდგომი შეფასებისა და დახმარების მიზნით შესაბამის სპეციალისტებთან გადაამისამართა. ბავშვების მშობლებს კი მიეცათ რეკომენდაციები მეტყველების განვითარების ხელშეწყობისა და სწორი მეტყველების უნარების ჩამოყალიბების შესახებ.

მსგავსი საკონსულტაციო შეხვედრები მნიშვნელოვანია ბავშვებში მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეების დროული გამოვლენისა და შესაბამისი დახმარების უზრუნველყოფისთვის.


Comments


მადლობა!

bottom of page