top of page

Ნინო ნაკანის 16 წლიანი გამოცდილება და პროფესიული წარმატება ლოგონევროზის მკურნალობაში.

  • iosebkreformatv
  • 2 days ago
  • 3 min read

მეტყველება ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი კომუნიკაციური უნარია, რომლის საშუალებითაც ვეხმიანებით სამყაროს, ვუზიარებთ ემოციებს და ვქმნით სოციალურ ურთიერთობებს. ამიტომაც, როცა მეტყველების პროცესში ჩნდება დაბრკოლება — იქნება ეს ბავშვობაში თუ ზრდასრულ ასაკში — ის ხშირად არა მხოლოდ ფიზიოლოგიურ, არამედ ემოციურ და სოციალურ პრობლემადაც იქცევა.

ერთ-ერთი ასეთი დარღვევა, რომელიც ხშირად ბადებს დაბნეულობას და არასწორ წარმოდგენებს, არის ლოგონევროზი — ე.წ. ენის ბორძიკი, რომლის მიზეზები და მკურნალობის გზები დღემდე აქტუალური თემაა.


ამ ინტერვიუში ლოგოპედი ნინო ნაკანი გვიამბობს, რა არის ლოგონევროზი, როგორ განვასხვავოთ ის სხვა ტიპის მეტყველების დარღვევებისგან, რატომ არის მნიშვნელოვანი დროული ჩარევა და როგორია მკურნალობის თანამედროვე, არამედიკამენტური მიდგომა. ასევე გვიზიარებს საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას და ისტორიას — როგორ დაიწყო მისი გზა დავით გიგაურთან თანამშრომლობით და როგორ აგრძელებს უკვე 16 წელია იმ ადამიანების დახმარებას, ვისაც ენის ბორძიკი აწუხებს.

Აღასანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალბატონი Ნინო ნაკანი ლოგოპედიის დარგის განვითარებისთვის "პერსონა 2025" წლის ტიტულით დაჯილდოვდება.

Რა არის ლოგონევროზი და როგორ დიფერენცირდება იგი სხვა მსგავი ტიპის პრობლემებისგან?

ლოგონევროზი ეს არის ენის ბორძიკი, რომლის დროსაც დარღვეულია სუნთქვის რითმი. ყველაზე ხშირია საუბრის დაწყების პრობლემა, რადგან მას ხელს უშლის საარტიკულაციო აპარატის სხვადასხვა ნაწილის კუნთების სპაზმი. ამ დროს იცვლება სიტყვის ჟღერადობა და ტონალობა.

ენის ბორძიკი შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, ძირითადად თავს იჩენს 3-5 წლის ბავშვებში, რადგან ამ ასაკში ძნელია ემოციების მართვა. შესაძლებელია ენის ბორძიკმა თავი იჩინოს მაშინ, როცა ბავშვის მეტყველების მიმართ მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე მისი უნარები. ბავშვი შეიძლება სრულიად გამართულად საუბრობდეს გარემოში, სადაც მოთხოვნები ადეკვატურია და მაღალი სტანდარტების მოთხოვნის გარემოში, როგორიცაა ხალხმრავლობა, სტუმრიანობა, გამოვლინდეს ენის ბორძიკი.

Როგორია ლოგონერვოზის სამკურნალო ტაქტიკა და რა მნიშვნელობა აქვს დროულ მიმართვას ლოგოპედდთან?

ზოგადად, ჯობს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა წარმოქმნისთანავე დავიწყოთ. მეტყველების პრობლემებს ხშირად თან ახლავს სოციალური, ემოციური და ქცევითი დარღვევები: ჰიპერაქტივობა, თანატოლებთან და სამყაროსთან სოციალური შეგუების ნაკლებობა, თვითიზოლაცია, შფოთვა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი დროულად მიმართვა, რომ მსგავსმა დარღვევებმა არ იჩინოს თავი. თუმცა, ყველაზე რთული ფორმის ენაბორძიკის აღმოფხვრაც შესაძლებელია ასაკის შეუზღუდავად, მთავარია გავიაზროთ, რომ მისი დაძლევისთვის საჭიროა მოთმინება, ხელშემწყობი გარემოს შექმნა და სპეციალისტის ჩარევა.

თქვენს პროფესიულ გამოცდილებაზეც რომ მოუყვეთ საზოგადოებას, ასევე საინტერესოა თქვენი ფსიქიატრი გიგაურთან ურთიერთობა პროფესიის დასაწყისში.

დავით გიგაურმა ლოგონევროზით დაინტერესების შემდეგ 1976 წელს ქ. ხარკოვში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ოთხთიანი კვალიფიკაციის კურსის პარალელურად გაიარა ლოგოპედიის კურსი და პირველად იქ გააზიარა თავისი მეთოდი.ქ. თბილისში დაბრუნების შემდეგ დაიწყო მუშაობა ლოგონევროზის- ენის ბორძიკის აღმოფხვრაზე. იმ პერიოდისთვის, როცა ჯერ კიდევ არ იყო აღნიშნული სფერო დახვეწილი ეს იყო ინოვაცია. იდგა რიგები მასთან მოსახვედრად და დავითი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ამ საქმეს. მასთან ჩემი ურთიერთობა დაიწყო ჩვენი ოჯახების კარგი მეზობლობით და 2009 წლიდან გადაიზარდა პროფესიულში. მე ძალიან მაინტერესებდა მსგავსი თემები, რაც ინკლუზიურ განათლებას, ლოგონევროზს და ბავშვთა ქცევას ეხებოდა, მანაც სიამოვნებით გამიზიარა თავისი მრავალწლიანი გამოცდილება და დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა მეტყველების დარღვევებზე მის მიერ შემუშავებული მეთოდით, რომელიც იძლევა ყველაზე ეფექტურ შედეგს, მხოლოდ სწორი სუნთქვის ვარჯიშებით, ყოველგვარი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი ძლიერი პრეპარატებისა და ანტიდეპრესანტების გარეშე. მეთოდის განვითარებაზე კიდევ ბევრი ვიმუშავეთ და გამოგონება დავაპატენტეთ. გამოვეცით წიგნიც „ლოგონევროზის მკურნალობა“. ბატონი დავითის გარდაცვალების შემდეგ წარმატებით ვაგრძელებ დაწყებულ საქმიანობას და უკვე 16 წელია რადიკალურად ვცვლი ხალხის ცხოვრებას უკეთესობისკენ და ეს უფრო მეტ მოტივაცის მაძლევს.

Რა იწვევს ლოგონევროზს და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ამ პრობლემასთან გვაქვს საქმე?

ენის ბორძიკის გამომწვევი ფაქტორებია ემოციური ფაქტორები,როგორიცაა :შიში, ბრაზი, იმედგაცრუება, გაღიზიანება, უეცარი დადებითი ემოციები. მემკვიდრეობითი ტემპერამენტი- სენსისტიურად ტემპერამენტიან ადამიანებს ახალ სიტუაციებზე ეწყებათ კუნთების დაძაბვა და სტრესის ნიშნები. გარემო ფაქტორები- როცა გენეტიკური წინასწარგანწყობაა საცხოვრებლის შეცვლამ, მშობლის ორსულობამ, დედმამიშვილის შეძენამ, ავად გახდომამ და სხვა ცხოვრებისეულმა მოვლენებმა შესაძლოა გამოიწვიოს ენაბორძიკობა. ყველა ბავშვი თავისებური, სახასიათო ბგერების წარმოთქმით იწყებს მეტყველებას. ოჯახის წევრებს ბავშვის განვითარების ეს პერიოდი ყველაზე მეტად ახარებთ. უფრო მეტიც – აღტაცებით ეგებებიან მის მიერ წარმოთქმულ ყოველ სიტყვას და თვითონაც ენის მოჩლექით ელაპარაკებიან. თუმცა, ზოგჯერ ეს ეტაპი მეტისმეტად ხანგრძლივდება და ოჯახის წევრები ვერც კი ამჩნევენ, რომ ბავშვს მეტყველების პრობლემები აქვს.

ენის მოჩლექით საუბარიც თუ იგი 7 წლამდე არ ალაგდა მეტყველების დარღვევის ერთ-ერთი ნორმაა, ამიტომ მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ რომ ეს "მოფერებითი" მეტყველება დიდხანს არ გაგრძელდეს. აუცილებელია მშობელსა და შვილს შორის მეტი ინტერაქცია და დაკვირვება ყოველდღიურ აქტივობაზე რომ აღნიშნული პრობლემა შეუმჩნეველი არ დარჩეს.

იმისთვის, რომ პრობლემის აღმოფხვრა იყოს ეფექტური, აუცილებელია ლოგოპედთან ერთად პაციენტმაც იმუშაოს საკუთარ თავზე, რაც ბავშვების შემთხვევაში მშობლის ჩართულობასაც გულისხმობს.

Როგორ შეუძლიათ ამ პრობლემის მქონე ადამიანებს თქვენთან დაკავშირება

რამდენიმე თვეში ერთხელ ტარდება საკონსულტაციო დღეები და შეუძლიათ ჩემი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით („ლოგონევროზი/ენის ბოძიკი“ https://www.facebook.com/profile.php?id=100063645696172) ჩაეწერონ საკონსულტაციო საათებში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დამიკავშირდნენ პირად ნომერზე T: 597931177


Comments


მადლობა!

bottom of page