ვინ გახდა მის აჭარა და მის ბათუმი 2026
- Mar 28
- 1 min read
საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ საკურორტო ქალაქში — ბათუმში — გაიმართა სილამაზისა და ელეგანტურობის შთამბეჭდავი ღონისძიება „მის აჭარა 2026“-ის გრანდ ფინალი.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ:
მის აჭარა გახდა ლიზი ღოღობერიძე,
მის ბათუმი — დიანა დუმბაძე,
მის აჭარა გოლდი — ქრისტინა ბოლქვაძე,
ხოლო პატარა მის აჭარა — ძალიან ზაქარაძე.
ფინალური საღამო განსაკუთრებულ გარემოში ჩატარდა — ბათუმის ერთ-ერთ პრესტიჟულ სივრცეში, სასტუმრო „პრინცესაში“, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მაღალი კლასის მომსახურებას სთავაზობს სტუმრებს და ქმნის სრულყოფილ გარემოს მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებისთვის.
პროექტის ორგანიზატორები გახლდნენ საერთაშორისო მისტერ ვალენტინი და მოდელი ვახო ყადიძე, რომლის კრეატიულმა ხედვამ და პროფესიონალიზმმა ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის გენერალური პრეზიდენტია ლანდა მასხულია — პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, ფაზისის აკადემიის აკადემიკოსი და ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი. იგი უკვე 16 წელია აქტიურად ხელმძღვანელობს აღნიშნულ პროექტს და მნიშვნელოვან წვლილს დებს ქართული კულტურისა და სილამაზის ინდუსტრიის განვითარებაში. ასევე არის გაზეთ „თავისუფლების მრწამსის“ მთავარი რედაქტორი.
პროექტის ორგანიზატორი და კრეატიული ხელმძღვანელია ვახო ყადიძე — „საერთაშორისო მისტერ ვალენტინი საქართველო 2024“, რომელიც აქტიურად აგრძელებს საქმიანობას მოდის და სილამაზის სფეროში.











Comments