
Წარმატებული ქირურგი Ხვიჩა ხაჯაველიძე - "პერსონა 2025"
- iosebkreformatv
- Oct 10
- 2 min read
ხვიჩა ხაჯაველიძე მედიცინაში წარმატებული მოღვაწეობისთვის "პერსონა 2025" წლის ტიტულით დაჯილდოვდება.
მედიცინა იმ იშვიათ სფეროთა შორისაა, სადაც თითოეული გადაწყვეტილება სიცოცხლის ფასად ფასობს. პროფესიონალიზმი ექიმის საქმიანობაში მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება კი არ არის — ეს არის ემპათია, პასუხისმგებლობა, შეუდრეკელი ერთგულება პაციენტისადმი და მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ.
სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა ბატონი ხვიჩა ხაჯაველიძე, რომლის პროფესიული გზა უკვე თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში განსაზღვრავს ქართულ ქირურგიაში პროგრესისა და მაღალი სტანდარტების ახალ ნიშნულს.
„პერსონა 2025“ — აღიარება პროფესიონალიზმისთვის
„პერსონა 2025“ წლის ტიტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადაეცემა ცნობილ ქირურგს — ხვიჩა ხაჯაველიძეს, რომლის საქმიანობა ასახავს ექიმის ნამდვილ მისიას — ცოდნითა და ერთგულებით ადამიანების სიცოცხლის დაცვას.
ბატონი ხვიჩა ხაჯაველიძე — ზოგადი, ბარიატრიული, ლაპაროსკოპიული, ონკო და ენდოკრინული ქირურგია, რომელიც გახლავთ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ზოგადი, ბარიატრიული და ლაპაროსკოპიული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი.
მისი კარიერა 1998 წლიდან დღემდე მოიცავს ათასობით წარმატებულ ოპერაციასა და სამედიცინო ინოვაციას. 14 000-ზე მეტი ჩატარებული ოპერაცია — ეს ის ციფრია, რომელიც თავად საუბრობს პროფესიონალიზმზე, გამოცდილებაზე და უდიდეს პასუხისმგებლობაზე.
საერთაშორისო და ადგილობრივი აღიარება.
ბატონი ხვიჩა ხაჯაველიძე არის არაერთი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების წევრი:
საქართველოს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის ასოციაციის გამგეობის წევრი;
ოქსფორდის უნივერსიტეტის ბარიატრიული კლუბის (IBC) წევრი;
სიმსუქნის ქირურგიისა და მეტაბოლური მკურნალობის საერთაშორისო ფედერაციის (IFSO) წევრი.
მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამედიცინო კონგრესებსა და სემინარებში საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, თურქეთში, აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ხუთჯერ წარმოადგენდა საქართველოს ოქსფორდის უნივერსიტეტის ბარიატრიული კლუბის მსოფლიო კონგრესზე — რაც ქვეყნის სამედიცინო სფეროსთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა.
ინოვაციები და ხელმძღვანელობა
მისი ინიციატივით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში დაინერგა ლაპაროსკოპიული და ბარიატრიული ქირურგია, რომლებიც დღეს საქართველოში ერთ-ერთ უმაღლეს დონეზე ხორციელდება.
მის ხელმძღვანელობით კლინიკამ დაიმკვიდრა მაღალი სტანდარტების მქონე ქირურგიული სერვისი, პაციენტებს უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობის ასპექტში.
ცოდნის გაზიარება
ბატონი ხვიჩა ხაჯაველიძე არა მხოლოდ წარმატებული ქირურგია, არამედ გამოცდილი პედაგოგიც —
ის არის რეზიდენტურისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ზოგადი ქირურგიის ლექტორი, რომელიც მომავალ თაობას პრაქტიკულ გამოცდილებასა და პროფესიულ ეთიკას უზიარებს.
პროფესიონალიზმი, რომელიც აღიარებულია
ხვიჩა ხაჯაველიძის სახელი ასოცირდება პროფესიონალიზმთან, ჰუმანურობასთან და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვასთან.
მის პროფესიულ საქმიანობას ამკობს არაერთი სერტიფიკატი, ჯილდო და საერთაშორისო აღიარება, რაც ნათლად ადასტურებს მის დიდ წვლილს ქართული მედიცინის განვითარებაში.





Comments