ცნობილი უფლება დამცველი გიორგი თევზაძე ,,პერსონა 2024" წლის ტიტულს მიიღებს.
- iosebkreformatv
- Oct 27, 2024
- 4 min read
ცნობილი უფლება დამცველი გიორგი თევზაძე ,,პერსონა 2024" წლის ტიტულს მიიღებს.
ინტერვიუ ცნობილ უფლებადამცველთა და ადვოკატთა გიორგი თევზაძესთან.

ბატონო გიორგი რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი ?
პირველ რიგში, სამართალი ყოველთვის მიმაჩნდა საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო სფეროდ. მე მჯერა, რომ სამართალი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ადამიანებს თავიანთი უფლებების დასაცავად და სამართლიანობის არსადგენას. მეორე მიზეზი არის ჩემში არსებული ინტერესები ადამიანის უფლებების და სოციალურ საკითხებზე. მინდა, რომ ჩემი მუშაობით ხელი შევუწყო უკეთეს საზოგადოებას და იმ ადამიანების მხარდაჭერა გავწიო, ვინც საჭიროებს სამართლებრივი დახმარების. ამასთან, იურისტის პროფესია მოიცავს პრობლემების ანალიზს, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და კომპლექსური სიტუაციების მართვას, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და გამოწვევას წარმოადგენს. საერთო ჯამში, ჩემი პროფესიული არჩევანი იურისტად წარმოშობს დიდი მიზნებისა და ვალდებულებების განცდას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რა არის მთავარი კრიტერიუმი თქვენს პროფესიაში ?
მთავარი კრიტერიუმი ადვოკატის პროფესიაში არის პროფესიონალიზმი და ეთიკა. ადვოკატს უნდა გააჩნდეს ღრმა სამართლებრივი ცოდნა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია კლიენტის ინტერესების დაცვა და მათთვის საუკეთესო შედეგების მიღწევა. კომუნიკაციის უნარები, პასუხისმგებლობა და საიმედოობა ასევე კრიტიკული კომპონენტებია. გარდა ამისა, ადვოკატმა უნდა იცოდეს კანონების მუდმივი ცვლილებები და უნდა იყოს მზად, რომ აქტუალურ საკითხებზე ეფექტურად იმუშაოს.
რას ნიშნავს თქვენთვის როგორც ადვოკატისათვის მოგებული საქმე ?
ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის, მოგებული საქმე ნიშნავს არა მხოლოდ სამართლებრივი გამარჯვების მიღებას, არამედ კლიენტისთვის სამართლებრივი დაცვა და მისი ინტერესების წარმატებით წარმომადგენლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლემ ჩვენი არგუმენტები გაითვალისწინა და გადაწყვეტილება ჩვენივე პოზიციის სასარგებლოდ მიიღო. ამის გარდა, მოგებული საქმე ამყარებს მტკიცე ურთიერთობას და ნდობას კლიენტთან და გამოხატავს ჩემი პროფესიული სირთულეების და შესაძლებლობების რეალიზაციას. ეს არის დაპირება, რომ ყოველთვის ვიმუშავებ კლიენტის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. საბოლოოდ, ეს წარმატება გაზრდის პროფესიულ რეპუტაციას.
როგორც ადვოკატისათვის რა არის თქვენი მთავარი პრინციპი ?
როგორც ადვოკატისთვის, ჩემი მთავარი პრინციპი არის ადამიანის უფლებების და სამართლიანობის დაცვა ეს გულისხმობს: ეთიკურობა, ყველა კლიენტზე პასუხისმგებლობის გრძნობა და მორალური სტანდარტების დაცვა. დამოუკიდებლობა საკითხების მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი შეფასება, რათა უზრუნველვყოთ მართლმსაჯულების კეთილსინდისიერება.კომუნიკაცია: გამჭვირვალე და ზუსტი კომუნიკაცია კლიენტთან , რათა მათ სრულად გაიგონ თავიანთი მდგომარეობა და შესაძლებლობები. პროფესიონალიზმი მუდმივი განათლება და განვითარება, რათა კვლავაც ვიქმდე კონკურენტუნარიანი და ეფექტური უფლებადამცველი. პატივისცემის პრინციპი ნებისმიერი ადამიანის უფლებების და ღირსების პატივისცემა, ეს პრინციპები ქმნის საფუძველს პროფესიულ საქმიანობასა და სამართლებრივი პრაქტიკის წარმატებისთვის.
რა არის მთავარი პრინციპი ადვოკატისათვისა და ადამიანის უფლებადამცველისათვის ?
დღეს სამწუხაროთ ადამიანის უფლებების დამცვველი და ადვოკატი ერთმანეთში ეშლებათ და ადვოკატს მედიები უფლებადამცველად მოიხსენიებს, არადა ეს ორი განსხვავებული თუმცა მონათესავე პროფესიებია, უფლებადამცველი არის პირი რომელიც შეიძლება არ იყოს პროფესიით იურისტი მაგრამ იგი მოწოდებული იყოს დაიცვას სხვისი უფლებები საზოგადოებრივ საწყისებზე, ადვოკატობა არის პროფესია თუმცა ადვოკატისადა და ადამიანის უფლებადამცველის მთავარი პრინციპები ერთმანეთთან ახლოს არიან, მაგრამ ზოგიერთი განსხვავება არსებობს: ადვოკატის მთავარი პრინციპი: პროფესიონალიზმი და ეთიკური პასუხისმგებლობა. ადვოკატმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი კლიენტების ინტერესები დაცული იყოს, ქმედებები უნდა იყოს ეთიკურად გამჭვირვალე, ხოლო სამართლებრივი პროცესები – სამართლიანი. ადვოკატი უნდა იყოს მიუკერძოებელი, იცოდეს და პატივი სცეს კანონს. ადამიანის უფლებადამცველის მთავარი პრინციპი. ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვა. ადამიანის უფლებადამცველმა უნდა მოიპოვოს და დაიცვას ადამიანთა უფლებები, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, და ჰქონდეს პასუხისმგებლობა დაიცვას სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული პრინციპები. საერთო პრინციპები სამართლიანობა ორივე პროფესია უნდა იმოქმედოს სამართლიანობის და თანასწორობის პრინციპებზე. ადამიანის უფლებების პატივისცემა ორივე უნდა იცნობდეს და პატივისცეს ადამიანის უფლებები. კომუნიკაცია საჭიროა გამჭვირვალე და ღია კომუნიკაცია კლიენტებთან და საზოგადოებასთან. ამგვარად, მიუხედავად განსხვავებებისა, ორივე პროფესია მიზნად ისახავს სამართლის დაცვისა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფას. ამასთანავე ადვოკატის და უფლებადამცველის საქმიანობა პირველ ყოვლისა უნდა იყოს დამყარებული ნდობაზე.
კითხვა რა არის თქვენთვის მართლსაჯულებისათვის მნიშვნელოვანი ?
ჩემთვის მართლსაჯულება არის სამართლებრივი სისტემის პრინციპი, რომელიც გულისხმობს მოქალაქეების უფლებების დაცვისა და ვალდებულებების შესრულების სამართლიანი და თანაბარი განხორციელების პროცესს. ის მოიცავს კანონის ძალაუფლების ხელშეუხებლობას, სამართლებრივი აღსრულების ეფექტურობას და იმ პირობების უზრუნველყოფას, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლებები და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილებები სასამართლოში. მართლსაჯულება ასევე უკავშირდება ეთიკურ და ზნეობრივ ღირებულებებს, როგორიცაა კეთილდღეობა, თანასწორობა და სამართლიანობა..
თქვენ უდიდესი გამოცდილება გაგაჩნიათ ადამიანის უფლებების საქმიანობის მიმართულებით რადგან ჯერ კიდევ 1987 წლიდან 21 წლის ასაკში აქტიურად მოღვაწეობდით ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში იყავით ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, შემდგომ წმინდა ილია მართლის საზოგადოებაში (მრგვალი მაგიდა) ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო 1992 წლიდან პირველი ადამიანის უფლებების დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ხომ არ გაიხსენებდით იმ პერიოდებში რა უფლებების დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ?
- ადამიანის უფლებების მდგომარეობა ყოველთვის წარმოადგენდა აქილევსის ქუსლს საქართველოში მოგეხსენებათ როცა 1987 წელს აქტიურად დაიწყო ეროვნულ განმანთავისუფებელმა მოძრაობამ მაშინ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არ იცოდა თავიანთი უფლებები და არც აინტერესებდათ ასევე არ იცნობდნენ მიღებულ ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციებს, როცა ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში შეიქმნა ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფი რომლის ხელმძღვანელობა უდიდესმა პიროვნებამ და ეროვნული მოძრაობის ლიდერმა მერაბ კოსტავამ მე მთხოვა, რომლის შემდგომ ჩვენ პირველ ეტაპზე ვავრცელებდთ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას და ვხვდებოდით სტუდენტებს და მოსახლეობის ჯგუფებს რომლებიც ძალიან დიდ ინტერეს გამოხატავდნენ, 1989 წლის ცხრა აპრილის მოვლენებმა როცა რუსეთის იმპერიის მიერ ჯალათურად სასტიკად იქნა დარბეული თავისუფლების ბრძოლისათვის ქართველი ერის წარმომადგენლები რომლებიც პარლამენტიის წინ გამოხატავდნენ პროტესტს და მოითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას მეც ერთერთი მათგანი ვიყაი რომელსაც რუსი ჯალათის ხელკეტი ვიგემა რომლის სემდგომ გონებადაკარგული გადაუყვანლვარ ქაშვერთის ეკლესიაში საიდან ჯერ რესპუბლიკურ სავადმყოფოში შემდეგ კი “არამიანცის” - სავადმყოფოში, შემდგომ მერაბ კოსტავას ინიციატივით შეიქმნა წმინდა ილი მართლის საზოგადოება სადაც შეიქმნა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი რომლსაც თავმჯდომარეობდი აღნიშნული ორგანიზაცია შემდგომ გახდა ერთერთი წამყვანი ორგანიზაცია მრგვალ მაგიდაში. როცა კომიტეტს ვხელმძღვანელობდი კომიტეტში შეიქმნა რვა კომისია და ქვეკომისიები რომლებიც მუშაობდნენ მოქალაქეთა უფლებების საკითხებზე მათ შორის სოციალური მიმართულებით მოქალაქები საქართველოს ყველა რეგიონიდან მოგვმართავდნენ განცხადებებით ვწავლობდით მათ განცხადებაში აღნიშნულ საფუძვლიანობას და ვახდენდით რეაგირებას, როცა 1991- დეკემბრიდან 1992 წლის იანვარში ოკუპანტი რუსეთის წაქეზებით და მხარდაჭერით ქვეყანაში განხორციელდა იარაღის გამოყენებით სახელმწიფო გადატრიალება პუტჩი რომლის შედეგადაც განდევნილი იქნა საქართველოს კანონიერად არჩეული ქვეყნის პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო, და მთავრობა, საქართველოში შეიქმნა უკანონო სახელმწიფო საბჭო იმ პერიოდიდან საქართველოში შეწყდა ხელისუფლების ლეგიტიმაცია რაც დღემდე საერთაშორისო ნორმების შესაბამისად არ აღმდგარა, იმ პერიოდში უკანონო შეიარაღებული ჯგუფების მიერ იდევნებოდა განსხვავებული აზრის და პოზიციის მოქალაქეები ვითვისაც მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ღირებულებები და მხარს უჭერდნენ განდევნილ ეროვნულ ხელისუფლებას, საქართველოს მოსახლეობა ქუჩებში გამოსვლით პროტესტს გამოხატავდა სახელმწიფო საბჭოს მიერ განხორციელებული რეპრესიების გამო რის გამოც უმოწყალოთ დახვრიტეს მშვიდობიანი მიტინგი აგრეთვე ღამის საათებში საკუთარ საცხოვრებელ ბინებში მიმდინარეობდა პატრიოტულად მოაზროვნე მოქალაქეებს უკანონო დაკავებები, მასიურად ანთავრისუფლებოდნენ სასამსახურიდან პატრიოტულად მოაზროვნე ადამიანებს იმ პერიოდში აქტიურად საქმიანობდა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფოფის ფონდი რომლის წევრები უშიშრად იცავდნენ ადამიანის უფლებებს მართალია პუჩისტების მხრიდან ვაწყდებოდით წინააღმდეგობებს, იყო დაშინების, დაკავებების მცდელობებიც თუმცა ეს ფაქტორებ უფრო გვაძლიერებდა და ერთიანს გვხდიდა იმ პერიოდში ორგანიზაციის წარმომადგენელი იურისტები სასამართლო პროცესებზე იცავდნენ პოლიტ - პატიმრებს, ხოლო შემდგომ ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფოფის ფონდის ბაზაზე 1998 წლის მაისში დაფუძნდა და რეგისტრირებული იქნა როგორც ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფოფის საერთაშორისო ორგანიზაცია რომელიც აქტიურად საქმიანობს დღესაც მისი მრავალრიცხოვანი წევრების თადგომით. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგემლები იყვნენ წლეების მანძილზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები პენიტენციური რისტემის საბჭოს წევრები, საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტროს პენიტენციალური სისტემის მონიტორინგის ჯგუფის წევრი, სასჯელარსრულების მინისტრის საკონსულტაციო საბწოს წევრი, პენიტენციალური სისტემის პატიმართა ვადაზე ადრე განთავისუფლების კომისიის წევრი და ა.შ საერთაშორისო კომფერენციების მონაწილე.



Comments