top of page

,, ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ სამართლის უზენაესობას" - Ირმა კახიძე

  • iosebkreformatv
  • Aug 14
  • 2 min read

ree

Საქართველოში ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა, ორგანიზაციის დირექტორი იურისტი ირმა კახიძე გახლავთ. Მისი თქმით ორგანიზაცია ფართო მიმართულებით იასპარეზებს, როგორც საქართველოში ასევე მოიპოვებს და განახორციელებს საერთაშორისო პროექტებს, რაც საქართველოში ხელს შეუწყობს სამართლიანი გარემოს შექმნას.


- იურისტთა საერთაშორისო საზოგადოება“ (ISL) დაარსდა 2025 წელს იმ მტკიცე რწმენით, რომ სამართლის უზენაესობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და პროფესიული სოლიდარობა იურიდიული სამყაროს წინსვლის საფუძველია. ორგანიზაციის შექმნის იდეა ეფუძნება ღირებულებებს, როგორიცაა სამართლებრივი თანასწორობა, პროფესიული ეთიკა, ადამიანთა უფლებების დაცვა და გლობალური სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობა.

ვისთვის არის განკუთვნილი ISL?

- ISL განკუთვნილია როგორც მოქმედი იურისტებისთვის, ასევე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოში და რომელთაც სურთ თავიანთი პროფესიული უნარების განვითარება საერთაშორისო დონეზე. ჩვენი მიზანია, მათ შევუქმნათ შესაძლებლობა ითანამშრომლონ უცხოელ კოლეგებთან, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება საერთაშორისო იურიდიული პრაქტიკიდან და გახდნენ სამართლებრივი პროგრესის აქტიური მონაწილეები.

 როგორ განსაზღვრავთ ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას და მიზანს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე?

- ადგილობრივ დონეზე ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა იურისტების პროფესიულ ზრდას, სამართლებრივი განათლების გაღრმავებასა და საერთაშორისო კავშირების დამყარებას.

გლობალურად, ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სამართლის უზენაესობის, კანონისადმი პატივისცემისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებას. ჩვენ გვჯერა, რომ ადგილობრივ დონეზე გაძლიერებული იურისტები საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.

რა ტიპის საერთაშორისო ინივიატივები, პროგრამები, ან ღონისძიებები იგეგმება უახლოეს მომავალში ორგანიზაციის ფარგლებში?

- უახლოეს მომავალში დაგეგმილია რიგი საერთაშორისო კონფერენციები, იურიდიული სემინარები, ტრენინგები და გაცვლითი პროგრამები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი ექსპერტები, აკადემიკოსები და პრაქტიკოსი იურისტები.

ასევე, ვმუშაობთ კულტურულ-შემეცნებითი ვიზიტების ორგანიზებაზე, რაც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივ სისტემებს და პრაქტიკას  ადგილზე.

რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ორგანიზაციის რესურსები და პროექტები საქართველოს რეგიონებში მცხოვრები იურისტებისთვის და სტუდენტებისთვის

- ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული ჩართულობა და შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა. ორგანიზაცია მუშაობს იმაზე, რომ პროექტები და რესურსები ხელმისაწვდომი გახდეს არა მხოლოდ დედაქალაქში მცხოვრებთათვის, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მყოფი იურისტებისა და სტუდენტებისთვის.

ამ მიზნით, ვგეგმავთ ჰიბრიდული (ონლაინ და ფიზიკური) ფორმატის აქტივობებს, რეგიონულ საინფორმაციო შეხვედრებსა და პარტნიორობით მუშაობას ადგილობრივ უნივერსიტეტებთან.

გარდა საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროგრამებისა, გეგმავთ თუ არა საზოგადოებაში პირდაპირი სამართლებრივი დახმარების მიმართულებით საქმიანობას?

- დიახ, ეს მიმართულება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. სწორედ ამ მიზნით „იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების“ ბაზაზე შეიქმნა იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფას — როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ცენტრი ემსახურება იმ მოქალაქეებს, რომელთაც სჭირდებათ კვალიფიციური კონსულტაცია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის საკითხებზე. მომსახურება ხელმისაწვდომია ცხელი ხაზის მეშვეობით, რაც იძლევა საშუალებას, საჭირო სამართლებრივი მხარდაჭერა მიიღოს უფრო ფართო საზოგადოებამ, მათ შორის რეგიონებში მცხოვრებებმა და უცხოეთში მყოფმა მოქალაქეებმაც.

ამასთან, ცენტრში დასაქმებული იურისტები გადიან ჩვენს მიერ შემუშავებულ სპეციალურ გადამზადების პროგრამებს, რაც უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხს და ზრდის პროფესიული სტანდარტების დაცვას.

რა იქნება ორგანიზაციის სათქმელი იმ ახალგაზრდებისთვის და მოქმედი იურისტებისთვის, ვინც დაინტერესებულია საერთაშორისო ასპარეზზე იურიდიული კარიერის გაძლიერებით?

-  არასამთავრობო ორგანიზაცია „იურისტთა საერთაშორისო საზოგადოება“ (ISL) შექმნილია სწორედ მათთვის, ვინც მიისწრაფის სამართლებრივი განათლების, გამოცდილებისა და ურთიერთობების საერთაშორისო დონეზე გაღრმავებისკენ.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში მოღვაწე ახალგაზრდებს, იურისტებსა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს უნდა მიეცეთ წვდომა გლობალურ სამართლებრივ სივრცესთან — გამოცდილ ექსპერტებთან, პროფესორებთან და იურისტებთან თანამშრომლობის გზით. ISL-ის ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციები, ტრენინგები, გაცვლითი პროგრამები და კულტურულ-სამეცნიერო ვიზიტები შექმნილია იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა და მოქმედმა იურისტებმა შეძლონ საერთაშორისო სამართლებრივ საზოგადოებაში ინტეგრირება და აქტიური მონაწილეობა.

ამიტომ ჩვენი მოწოდებაა — გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, გახდით ჩვენი საზოგადოების ნაწილი, მიიღეთ საერთაშორისო გამოცდილება და წვლილი შეიტანეთ იმ ცვლილებების განხორციელებაში, რაც საქართველოში და მსოფლიოში სამართლებრივი სტაბილურობისა და სამართლიანობის განმტკიცებას ემსახურება. თქვენი ენერგია და ცოდნა გადამწყვეტია ამ მიზნის მისაღწევად.

 
 
 

Comments


მადლობა!

bottom of page