ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მწვერვალი" ,,პერსონა 2024" წლის ტიტულს მიიღებს
- iosebkreformatv
- Nov 16, 2024
- 1 min read
ქორეოგრაფიული ანსამბლ მწვერვალს წელს მოღვაწეობის 24- ე საიუბილეო წელი უსრულდება. ანსამბლი ქალაქ რუსთავში მოღვაწეობს და იგი ოთხი ფილიალით არის წარმოდგენილი.
ამ დრომდე ანსამბლს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და პატივგების სიგელი. წელს კი ანსამბლი ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ,,პერსონა 2024" წლის ტიტულს მიიღებს. რეფორმა ნიუსმა ბლიც ინტერვიუ ანსამბლის ქორეოგრაფ ლერი მინაძესთან ჩაწერა.

რას ნიშნავს თქვენთვის ქართული ქორეოგრაფია?
ქართული ქორეოგრაფია ჩვენთვის არა
მარტო მოძრაობათა და ნახაზთა სიმრავლეა,არამედ ჩვენი ისტორიაა,რომლის საშუალებითაც ვიგებთ სხვადასხვა კუთხის ისტორიას,კულტურას,წესებს…
როგორ ფიქრობთ რა ადგილი უკავია ქართულ ცეკვას მომავალი თაობის აღზრდა განვითარების მხრივ?
ქართული ცეკვა მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანია,იგი არა მარტო ხელს უწყობს მოცეკვავის ფორმირებას,არამედ ცეკვის მეშვეობით აწვდის უამრავ ინფორმაციას საქართველოს შესახებ…
რა არის თქვენი მთავარი კრედო?
ჩვენი კრედო ძველის შენარჩუნება და ახლის შექმნაა,რომელიც არ დააზარალებს ქართულ ფოლკლორს,მაგრამ სიახლეს შემოიტანს როგორც შემსრულებლისთვის ისე მაყურებლისთვის.
მოგვიყვით ანსამბლ მწვერვალის და თქვენი მოღვაწეობის შესახებ?
ქ. რუსთავის ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სტუდია ,,მწვერვალი" დაარსდა 2001 წელს.
ქ.თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა დებიუტი და პირველად გამოცხადდა
ქ.რუსთავის ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მწვერვალი".
დღესდღეობით ქ. რუსთავში გვაქვს 4 ფილიალი და ჩვენი დიდი ოჯახი კიდევ და კიდევ იზრდება…
წინ უამრავი სიახლე გველის,რომელსაც შემართებითა და დიდძალი ენერგიით მივუყვებით…
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენი ანსამბლი ემზადება დიდი საიუბულეო საღამოსთვის, ანსამბლ მწვერვალის 24 წლის აღსანიშნავად.
ასევე წინ უამრავი გასტროლი, კონცერტიდა ფესტივალი გველოდება როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე ქვეყნის გარეთ.



Comments