top of page

"პერსონა 2026“-ის წლის ტიტულზე მხატვარი თიკო ბახტაძე წარადგინეს

  • Jul 30
  • 1 min read

"პერსონა 2026“-ის წლის ტიტულზე მხატვარი თიკო ბახტაძე წარადგინეს

ქართველი მხატვარი თიკო ბახტაძე თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის შემოქმედება ემოციური სიღრმით, ინდივიდუალური ხელწერითა და მუდმივი შემოქმედებითი ძიებით გამოირჩევა.

თიკო ბახტაძე 1980 წელს თბილისში დაიბადა. საშუალო განათლების მიღების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძო, სადაც პროფესიული ცოდნა და მხატვრული ხედვა კიდევ უფრო განივითარა. სწორედ ამ პერიოდიდან დაუკავშირა საკუთარი ცხოვრება ფერწერას და აქტიურად დაიწყო შემოქმედებითი საქმიანობა.

წლების განმავლობაში მხატვარი სხვადასხვა ტექნიკასა და მასალაზე მუშაობდა. მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტუშს, აკვარელს, ზეთის საღებავსა და აკრილს, რაც თითოეულ ნამუშევარს მრავალფეროვან, ექსპერიმენტულ და ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს.

თიკო ბახტაძის შემოქმედების მთავარი თემა ადამიანია — მისი შინაგანი სამყარო, ემოციები და განცდები. აბსტრაქტული და ინტუიციური გამომსახველობით იგი ქმნის სიზმარსა და რეალობას შორის არსებულ სივრცეს, სადაც სიყვარული, თავისუფლება და ადამიანური გრძნობები მთავარი ღირებულებებია.

მხატვარს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ გამოფენაში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ასევე, თბილისში გამართული აქვს ოთხი პერსონალური გამოფენა, ხოლო მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

განსხვავებული ხელწერის, ორიგინალური მხატვრული ხედვისა და თანამედროვე ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიკო ბახტაძეს მიღებული აქვს საერთაშორისო აღიარება — Caravaggio International Award, რაც მისი შემოქმედების მაღალ პროფესიულ შეფასებას ადასტურებს.

სწორედ მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობის, თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და საერთაშორისო აღიარების გათვალისწინებით, საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა“ თიკო ბახტაძეს „პერსონა 2026“ წლის ტიტულზე წარადგენს

Comments


მადლობა!

bottom of page