top of page

პაატა ქარქაშაძე ,,პერსონა 2024" წლის ტიტულით დაჯილდოვდება

  • iosebkreformatv
  • Nov 28, 2024
  • 1 min read

ree

პაატა ქარქაშაძე ქუთაისში ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ერისას" ხელმძღვანელობს. ანსამბლი რეგიონში და საქართველოში წარმატებული მოღვაწეობით გამოირჩევა. წელს ბატონი პაატა და ანსამბლი ,,ერისა" ,,პერსონა 2024" წლის ტიტულით დაჯილდოვდება.

რეფორმა ნიუსმა მასთან ბლიც ინტერვიუ ჩაწერა

რა არის თქვენთვის ქართული ცეკვა?

ქართული ქორეოგრაფია ჩემთვის ქართულ საგანძურს ნიშნავს, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ღირსეულად გადავცეთ მომავალ თაობებს... ქართული ქორეოგრაფია სრულიად განსხვავდება და გამოირჩევა მსოფლიოს ქორეოგრაფიისაგან.

რამდენად მნიშვნელოვანია თაობებისთვის ქართული ცეკვა?

მომავალი თაობის აღზრდაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართულ ქორეოგრაფიას, მოვიშველიებ გრიგოლ რობაქიძე ჩანაწერს"გველის პერანგიდან": ეს ცეკვა ქართულია და გარდა ქართველისა, მას ვერ იცეკვებს ვერავინ - რასსა არ ეყოფა... ეს იმას ნიშნავს რომ

ჩვენ ცეკვა გენეტიკურად გვაქვს, ჩვენშია და გული სხვაგვარად ძგერს როდესაც მუსიკა გვესმის და ცეკვას ვიწყებთ...მომავალ თაობებს აუცილებლად უნდა გადავცეთ სიყვარულით ქართული ცეკვა და ჩვენი გენეტიკა და ქართველობა არასდროს გადაშენდება!

რა არის თქვენი კრედო?

ჩემი კრედო არის ის რომ სიყვარულით და ურთიერთ პატივისცემით გადავცე მომავალ თაობებს ქართული ცეკვა.

როდის დაარსეთ ანსამბლი?

ანსამბლი ერისა დავაარსე ქუთაისში 2013 წელს, დაწყება ნამდვილად არიყო მარტივი მაგრამ ჩვენ, ჩემი ანსამბლის წევრებმა ეს შევძელით და საკმაოდ კარგ და ღირსეულ ისტორიას ვწერთ... დაარსებიდან დღემდე საქართველოს და საზღვრებს გარეთ ფესტივალებზე ხშირი სტუმრები ვართ და ძალიან დიდი წარმატებებით ვბრუნდებით...

ვართ მსოფლიო ფესტივალების ასოციაციის წევრი ანსამბლი.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

5. სამომავლო გეგმები არის ის რომ ღირსეულად წარვსდგეთ როგორც ქართველი მაყურებლის წინაშე ისე საზღვრებს გარეთ საერთაშორისო ფესტივალებზე და ღირსეულად ვატაროთ ქართული დროშა!




 
 
 

Comments


მადლობა!

bottom of page