
Სოფო ბაბუხადია მედიცინაში წარმატებული მოღვაწეობისთვის "პერსონა 2025" წლის ტიტულით დაჯილდოვდება
- iosebkreformatv
- Oct 30
- 2 min read
სოფო ბაბუხადია გახლავთ ექიმი-გინეკოლოგი, რომლის პროფესიული გზა მრავალწლიან ერთგულებასა და სიყვარულზეა აგებული.
სამედიცინო სფერო ადამიანთა შორის ერთ-ერთ ყველაზე კეთილშობილურ გზად ითვლება, თუმცა მეან-გინეკოლოგის პროფესია განსაკუთრებული ემოციითა და სიღრმით გამოირჩევა — ეს არის სფერო, სადაც ყოველდღიურად იბადება სიცოცხლე და თითოეულ წამს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
Სოფო ბაბუხადია წარმატებული და პროფესიონალი ექიმია და სწორედ ამიტომ იგი მედიცინაში წარმატებული მოღვაწეობისთვის პერსონა 2025" წლის ტიტულით დაჯილდოვდება.
Სიცოცხლის დაბადების შთაგონება
„ბავშობიდან მინდოდა ექიმობა,“ — გვიყვება სოფო ბაბუხადია.
„თუმცა, გინეკოლოგობა საბოლოოდ მაშინ გადავწყვიტე, როცა სამედიცინო ინსტიტუტში მეანობა-გინეკოლოგიის კურსი გავიარე და პირველად დავესწარი მშობიარობას. ეს ნამდვილი სასწაული იყო — სიცოცხლის დაბადების ნახვა და ამ პროცესში შენი უშუალო მონაწილეობა იმდენად ძლიერი ემოცია აღმოჩნდა, რომ იმ დღიდან ვიცოდი — ეს იქნებოდა ჩემი გზა.“
სწორედ იმ მომენტიდან სიცოცხლის შექმნის საოცარი პროცესი გახდა მისი მთავარი შთაგონება და ცხოვრების მიზანი.
პასუხისმგებლობა და ინდივიდუალური მიდგომა
გინეკოლოგის ყოველდღიურობა სავსეა სირთულეებითა და უდიდესი პასუხისმგებლობით.
არც ერთი ორსული ქალი არ ჰგავს მეორეს — თითოეულს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, სითბო და ყურადღება.
„ორსული ავად არ არის,“ — აღნიშნავს ექიმი. — „ის უბრალოდ სხვა ფიზიოლოგიურ მდგომარეობაშია და სწორედ ამიტომ სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა და სწორად დაგეგმილი მართვა.“
ადამიანურ ემოციებთან მუდმივი ურთიერთობამ სოფო ბაბუხადია პროფესიონალად ჩამოაყალიბა, რომელსაც ექიმობის გარდა ადამიანის გულის სითბოც გააჩნია.
გინეკოლოგთან ვიზიტის შიში — მითია
სოფო ბაბუხადიას თქმით, ქალების ნაწილი ჯერ კიდევ ერიდება გინეკოლოგთან ვიზიტს, რაც ხშირად დაავადების დაგვიანებულ აღმოჩენას იწვევს.
„გინეკოლოგთან მისვლის შიში არაფერ შუაშია — საშიშია დაგვიანებული დაავადება,“ — ამბობს ექიმი.
„სჯობს ქალებმა შიში დაძლიონ და დროულად მივიდნენ ექიმთან, ვიდრე პრობლემას დაემალონ. ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი პრობლემა მარტივად გვარდება და მომავალში მძიმე შედეგებს გვარიდებს.“
Პრევენცია — ზრუნვა საკუთარ თავზე
„ჯანმრთელობის დაცვაზე უკეთესი სამსახური ადამიანს არ აქვს!“ — ხაზგასმით ამბობს სოფო ბაბუხადია.
მისი რწმენით, პროფილაქტიკური გასინჯვები ქალის ჯანმრთელობის შენარჩუნების საუკეთესო გზა და პასუხისმგებლობაა საკუთარი თავისა და ოჯახის წინაშე.
„თუ ქალები რეგულარულად მივლენ ექიმთან, აღარ მოუწევთ მოსვლა მხოლოდ მაშინ, როცა უკვე სიმპტომები იგრძნეს. ჯანმრთელობა ყოველდღიური ზრუნვაა — ეს არის ცხოვრების სტილი და თვითსიყვარული.“
გინეკოლოგი ქალი ექიმი — ეს მხოლოდ პროფესია არ არის.
ეს არის სითბო, ნდობა, ემპათია და სიყვარული, რომელიც ქალის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მთავარი ძალაა.
სოფო ბაბუხადია ყოველდღიურად ხვდება სიცოცხლის დაბადების სასწაულს, ხედავს ადამიანთა სიხარულს და სწორედ ეს შთაგონებს — იცხოვროს და ემსახუროს იმ საქმეს, სადაც ყოველი დღე ახალ სიცოცხლესა და იმედს ნიშნავს.





Comments