ონისე ჭითაშვილი და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სამება" ,,პერსონა 2024" წლის ტიტულს მიიღებს
- iosebkreformatv
- Nov 17, 2024
- 1 min read

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,სამება" ,,ჩელას" მსახიობმოცეკვავემ, ქორეოგრაფმა ონისე ჭითაშვილმა დააარსა, ანსამბლი სამეგრელოში ქალაქ ზუგდიდში მოღვაწეობს და იგი დიდი წარმატებით გამოდის ქორეოგრაფიული ფესტივალების და კონკურსებზე, როგორც საქართველოში ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ონისე ჭითაშვილი და ანსამბლი ,,სამება" ,,პერსონა 2024" წლის ტიტულით დაჯილდოვდება.
რეფორმა ნიუსმა ონისე ჭითაშვილთან ბლიც ინტერვიუ ჩაწერა.
რას ნიშნავს თქვენთვის ქართული ქორეოგრაფია?
ქართული ქორეოგრაფია ჩვენი კულტურის სულია. ეს არის ენის გარეშე საუბარი, სადაც მოძრაობები და ჟესტები ასახავს ქართველთა ხასიათს, ისტორიას და ტრადიციებს. ჩვენთვის ეს ხელოვნება ხალხური მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და თაობებს შორის კავშირის სიმბოლოა.

როგორ ფიქრობთ, რა ადგილი უკავია ქართულ ცეკვას მომავალი თაობის აღზრდა-განვითარების მხრივ?
ქართული ცეკვა ახალგაზრდებს ასწავლის დისციპლინას, გუნდურობას და პატივისცემას საკუთარი კულტურის მიმართ. გარდა ამისა, ის ეხმარება ფიზიკურ განვითარებას და აძლიერებს ეროვნულ თვითშეგნებას, რაც მათ ზრდაში და განვითარებაში დიდ როლს თამაშობს.
რა არის თქვენი მთავარი კრედო?
ჩვენი კრედო ასეთია: "დაიცავი ტრადიციები, შექმენი ახალი და მიეცი მომავალ თაობებს ცეკვის სიყვარული!"
მოგვიყევით ანსამბლ "სამებასა" და თქვენი მოღვაწეობის შესახებ.
ანსამბლი "სამება" შეიქმნა სიყვარულითა და მონდომებით, რათა ქართული ტრადიციული ცეკვები ჩვენი ახალგაზრდებისთვის უფრო ახლო და ნათელი ყოფილიყო . წლების განმავლობაში ვმონაწილეობთ სხვადასხვა ფესტივალზე, ვმასპინძლობთ კონცერტებს საქართველოში და საზღვარგარეთ, რითაც ვცდილობთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჩვენი მიზანია უფრო მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ ქართულ ცეკვებში, გავაფართოოთ ანსამბლის საქმიანობა და მოვაწყვოთ ახალი შოუები, რომლებიც ტრადიციულსა და თანამედროვეს გააერთიანებს. ასევე, ვგეგმავთ საერთაშორისო მასშტაბით ქართული ცეკვისთვის მეტი პოპულარობის მოპოვებას.



Comments