top of page

მაკა ქაჯაია ,,პერსონა 2025" წლის ტიტულით დაჯილდოვდება.

  • iosebkreformatv
  • Mar 7
  • 1 min read

მომღერალი მაკა ქაჯაია მრავალმხრივი საშემსრულებლო მანერით გამოირჩევა, იგი ბავშვობიდან დგას სცენაზე და მაყურებლის და მსმენელის განწყობაზე ზრუნავს. მომღერალს რეპერტუარში არაერთი სიმღერა და მუსიკალური კლიპი აქვს. პარალერულად იგი თბილისის ერთერთ პრესტიჟულ რესტორან ,,ქვევრის" სტუმრების განწყობაზე ზრუნავს სიმღერით. მაკა ქაჯაია საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას საორგანიზაციო გუნდის გადაწყვეტილებით ,,პერსონა 2025" წლის ტიტულით დაჯილდოვდება.

,,რეფორმა ნიუსმა" მომღერალთან ინტერვიუ ჩაწერა.

მოგვიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ თუ გახსოვთ პირველი სცენა და პირველი სიმღერა?

ბავშვობიდან ვიზრდებოდი მუსიკალურ ოჯახში .მამა პროდიუსერობდა ძალიან კარგ მომღერლებს .ასევე ძმა მიშა ქაჯაია არის პროფესიით ვოკალისტი და თითქმის ყოველდღე მუსიკისა და სიმღერის ფონზე ვიზრდებოდი. ჩემი პირველი სიმღერა არის დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს (სამშობლოზე).

სხვადასხვა ჟანრში მღერით, ყველაზე ახლოს რომელი ჟანრია თქვენთან?

დიახ თითქმის სხვადასხვა ჟანრში შემიძლია სიმღერა მაგრამ უფრო უკეთ რომანსები და ჯაზი არის ჩემთვის პრიორიტეტი.

ლეგენდარული ანსამბლ ,,ივერიის" ძველ თაობასთან ერთად ხშირად გაქვთ კონცერტები, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ანსამბლ "ივერიის" ძველი თაობის ადამიანები არიან ყველაზე სამაგალითო ჩემთვის ურთიერთობაშიც და სცენაზეც...ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მათგან-..პირველ რიგში მაყურებლის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ ადამიანებთან კოლეგიალური ურთიერთობა, თან ამავდროულად მათთან ურთიერთობამ მასწავლა სცენის კულტურა და ემოციების გამოხატვა მაყურებლის წინაშე.

რა არის თქვენთვის სიმღერა?

სიმღერა არის ჩემთვის მთელი ცხოვრება,სიმღერის გარეშე სუნთქვაც კი წარმოუდგენელია ჩემთვის.

როგორია მაკა სცენის მითმა?

მაკა ქაჯაია სცენის მიღმა არის უბრალო,სიკეთით სავსე და მეგობრული პიროვნება რომელსაც ზედმეტად თავდაბლობა ახასიათებს !


Comments


მადლობა!

bottom of page