top of page

კობა დუნდუა ,,პერსონა 2024 " წლის ტიტულით დაჯილდოვდება

  • iosebkreformatv
  • Nov 28, 2024
  • 2 min read
ree

ოზურგეთის მუნციპალიტეტში ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მეგობრობა“ წარმატებული მოღვაწეობით არამარტო გურაში მტელ საქართველოში გამოირჩევა. ანსამბლს ქორეოგრაფი კობა დუნდუა ხელმძღვანელობს.

ანსამბლი და ბატონი კობა დუნდუა ,,პერსონა 2024“ წლის ტიტულით დაჯილდოვდება.

რეფორმა ნიუსმა ბატონ კობასთან ბლიც ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო კობა რას ნიშნავს თქვენთვის ქართული ქორეოგრაფია?

ქართული ქორეოგრაფია არის ერის იდენტობის და კულტურის მახასიათებელი.

რაც უფრო მდიდარი კულტურა და ქორეოგრაფია აქვს ერს მით უფრო მდიდარი ისტორიის მქონეა ის ერი.თუ კი რამ გვაქვს საამაყო ქართველებს თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არის ქართული ქორეოგრაფია ანუ,ქართული ცეკვა.

ქართული ცეკვა დიდ როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში.

როგორ ფიქრობთ რა ადგილი უკავია ქართულ ცეკვას მომავალი თაობის აღზრდა განვითარების მხრივ? ქართული ცეკვა ბავშვში აყალიბებს და ამაღლებს პატრიოტიზმს,საკუთარი სამშობლოს ტრადიციების პატივისცემას.

ქართულ ცეკვაში ნათლად ჩანს ერის სულიერი მდგომარეობა,ტრადიცია,ისტორია და რელიგია.აუცილებელია ნებისმიერი ცეკვის შესწავლის დროს ბავშვი ეცნობოდეს კონკრეტული საცეკვაო ნომრის შინაარსს და იმ კუთხის ისტორიას რომელ კუთხესაც წარმოადგენს ცეკვა.

ცეკვის შესწავლის დროს აუცილებელია ბავშვმა უკეთ მიიღოს ინფორმაცია საქართველოს კუთხეებში არსებული განსხვავებული ტრადიციების,მუსიკის და კოსტუმების შესახებ.

რა არის თქვენი მთავარი კრედო?

ყველა პედაგოგი ოცნებობს რომ მისმა აღზრდილმა პროფესიული წინსვლის შედეგად უმაღლეს საფეხურს მიაღწიოს და იყოს წარმატებული.ამ შემთხვევაში არც მე ვარ გამონაკლისი და ყოველთვის მიხარია ჩემი მოსწავლეების წარმატება.მნიშვნელობა არ ააქვს რა პროფესიას დაეუფლება ბავშვი მთავარია იყოს წარმატებული.

მოგვიყვით ანსამბლ მეგობრობა და თქვენი მოღვაწეობის შესახებ..

ანსამბლი „მეგობრობა“ 1974 წელს დაარსდა და მისი დამაარსებელი იყო ჩემი მამა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,ღირსების ორდენის კავალერი და სუხიშვილების ანსამბლის ოქროს თაობის მოცეკვავე ჯუმბერ დუნდუა. ანსამბლ „მეგობრობას“ 2024 წელს 50 წელი შეუსრულდა.ქართულ ქორეოგრაფიაში მას უდიდესი დამსახურება აქვს,უამრავი თაობა აღიზარდა ანსამბლ მეგობრობაში. დღეს ამ ანსამბლში აღზრდილი მოცეკვავეები ამშვენებენ სხვა და სხვა აკადემიურ და სახელმწიფო ანსამბლებს.ამ დამსახურებების გათვალისწინებით საქართველოს კულტურის პალატის გადაწყვეტილებით ოზურგეთში გაიხსნა ანსამბლ „მეგობრობის“ სახელობითი ვარსკვლავი.

ჩემი მოღვაწეობაც სწორედ ამ ანსამბლს უკავშირდება.5 წლიდან ვარ ამ არაჩვეულებრივი ანსამბლის წევრი და იმ უამრავი წარმატების თანაზიარი რომელსაც ამ ანსამბლმა მიაღწია.დღეს ვარ ამ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.მიხარია რომ ძალიან ძლიერი თაობა მოდის.

რაც შეეხება ჩემს შემოქმედებით გზას მამას გარდა მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები:ზაურ პაპიაშვილი,ჯანო ჯანიაშვილი და უჩა დვალიშვილი.

1996 წელს ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულდა და 8 წლის განმავლობაში მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი სუხიშვილების ანსამბლის წევრი.

საცეკვაო კარიერის დასრულების შემდეგ თბილისში შევქმენი ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ზეკარი“ დაახლოებით 10 წლის მანძილზე ვმუშაობდი თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ქორეოგრაფად.2014 წელს მამას გარდაცვალების შემდეგ მომიწია გურიაში დაბრუნება და დავინიშნე ოზურგეთის ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლ „გურიას“ დირექტორად.პარალელურად ჩავიბარე ბავშვთა ანსამბლი „მეგობრობა“.დღემდე ვაგრძელებ მოღვაწეობას და დღეს ვარ სახელმწიფო ანსამბლ „გურიას“და ანსამბლ „მეგობრობას“ სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს მიზნად გვაქვს დასახული რაც შეიძლება მეტი ბავშვი დავაინტერესოთ ქართული ქორეოგრაფიით ხოლო ანსამბლის საშემსრულებლო დონის კიდევ უფრო განვითარება და ახალ პროგრამაზე მუშაობა ჩვენი ყოველდღიური რეჟიმია.

2025 წელს ველოდებით ანსამბლ მეგობრობის საგასტროლო ტურნეს რომელიც განსაკუთრებულად სასიხარულო იქნება ჩვენი ანსამბლის წევრებისთვის.

 
 
 

Comments


მადლობა!

bottom of page