
ივა პაპიძე საქართველოში ახალ მოდის კვირეულს იწყებს
- Apr 29
- 1 min read
დიზაინერი ივა პაპიძე საქართველოში ახალ მოდის კვირეულს იწყებს.
კვირეული სახელწოდებით " Georgia Global Fashion Week" 2 მაის გრანდ შერატონ მეტეხი პალასში 16 სთ-ზე დაიწყება და იგი ქართველ დიზაინერებთან ერთად უცხო ქვეყნის 10 - მდე დიზაინერსაც უმასპინძლებს.
პროექტი საერთაშორისოა და აპირებს თავი დაიმკვიდროს როგორც რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის პლატფორმა.
Georgia Global Fashion Week წელს პირველად ტარდება და მას რეგულარული ხასიათი ექნება, რომელიც ითვალისწინებს შემოდგომაზე და გაზაფხულზე მასშრაბურ დეფილეებს მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად.
ჩვენებების პარალელურად, ,,შერატონ გრანდ თბილისის მეტეხი პალასის” ფოიეში, წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების კოლექციები, რომლის შეძენაც ადგილზე იქნება შესაძლებელი.
,,როგორც Georgia Global Fashion Week-ის ორგანიზატორი, ვამაყობ, რომ ვქმნით პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მოდის ინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებს და ახალ ტალანტებს ერთ სივრცეში. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ შოუს ჩატარება, არამედ საქართველოს პოზიციონირება გლობალურ მოდის რუკაზე, როგორც მზარდი და გავლენიანი ჰაბი”,- პროექტის ორგანიზატორი და დიზაინერი ივა პაპიძე.





Comments