top of page

თინა კუჭუხიძე ,,პერსონა 2024" წლის ტიტულით დაჯილდოვდება

  • iosebkreformatv
  • Nov 26, 2024
  • 2 min read

თინა კუჭუხიძე დღეს საქართველოში ყველაზე ცნობილი ნეილარტისტია. იგი გახლავთ საერთაშორისო დონის ექსპერტი და ნეილკონკურსების მსაჯი. უამრავი კონკურსების გამარჯვებულს ვაკეში საკუთარი ნეილ სტუდია და აკადემია აქვს.

თინა კუჭუხიძე პერსონა 2024 წლის ტიტულით დაჯილდოვდება.

მის კარიერულ ისტორიას კი თავად გვიყვება.

თინა კუჭუხიძე: ხატვა დიზაინი და ფერებთან თამაში ბავშვობიდან ჩემი თავისუფალი დროის საუკეთესო საქმიანობა და განტვირთვა იყო , მარამ Nail ინდუსტრიით რამოდენიმე წლის წინ მიღებული ტრამვის გამო დავინტერესდი , როგორც ნაკლებად აქტიური და მჯდომარე საქმე და ამავე დრის დიზაინთან დაახლოებული სფერო … თუმცა წლების წინ ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ამ ნიშას ამდენი შესაძლებლობები და პროფესიული ზრდის პერსპექტივა თუ ჰქონდა , მაგრამ როგორც აღმოჩნდა კლასიკური მანიკურის პროცედურიდან ფანტაზიურ-კრეატიულ მოდელირების ნიმუშებამდე ფრიად საინტერესო და მრავალფეროვანი გზა არსებობს…

მანიკურის სპეციალისტის საბაზისო კურსი 17 წლის წინ სალონიკში ანნა ილიადუს ესატეთიკ ცენტრში გავიარე , ჯერ კიდევ მაშინ ემიგრაციაში ენის ბარიერით და ყოველდღიური დატვირთული საქმიანობით , როგორც დამლაგებელი , დიასახლისი , ძიძა თუ თეფშების მრეცხავი , საღამოობით დაღლილი მაგრამ ქალბატონი ანნასგან მოტივირებული ვესწრებიდი ტრეინინგებს, ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაში ერთერთი ურთულესი პერიოდი იყო , რადგან გარდა გადაღლილობის და ტრამვის მუდმივი ტკივილისა მქონდა ენის ბარიერი სწავლებისას , სამედიცინო და ქიმიური ტერმინების და სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე , ფანქარი , რვეული , ლეპტოპი,ლექსიკონი და ჩემი ჯიუტი ხასიათი - გახდა მიზნის მისაღწევი საშუალება , და მაინც დავამსხვრიე ის სტერეოტიპი რომ მე ქართველი ვარ და ვერ ვისწავლი უცხო ენაზე მთელ პროგრამას, არათუ ჩავაბარე საგამოცდო ნამუშევრები და ავიღე პირველი სერთიფიკატი არამედ ჩემი ტრენერის ხელშეწყობით და რეკომენდაციით ძალიან მალე გავხდი მოთხოვნადი სპეციალისტი , ხოლო ორი წლის შემდეგ კი ერთერთ უდიდეს გამოფენაზე Beauty Macedonia წარვსდექი ჩემი მინი მასტერკლასით , საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი გავხსენი ჩემი სტუდია და დაიწყო გზა საქართველის ჩემპიონობიდან 2013 წელს დღემდე როგორც CMC მსოფლიოს სილამაზის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოში Nail Georgia 🇬🇪 და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი , და ექსპერტი .

ჩემი პროფესიული კრედო

”მე მჯერა, რომ სილამაზე არის ნდობა, რომელიც ყველა ადამიანს შეუძლია სიამაყით ატაროს. ჩემს ნამუშევრებში ვცდილობ არა მხოლოდ შევქმნა ესთეტიურად სრულყოფილი მანიკური, არამედ შთავგონო სპეციალისტები გაიზარდონ, განვითარდნენ და მიაღწიონ ახალ სიმაღლეებს.

ჩემი კრედო არის სწრაფვა სრულყოფილებისკენ ყველა დეტალში, მუდმივი სწავლა და უახლესი ტექნიკის დანერგვა. დარწმუნებული ვარ, რომ დახელოვნებული შენს სფეროში არის არა მხოლოდ ნიჭი, არამედ შრომისმოყვარეობა, გამოცდილების გაზიარების სურვილი და სტუდენტების შედეგების შთაგონება.

მე ყოველთვის მათ გვერდით ვარ, ვინც მზად არის წინ წავიდეს და ახალი სიმაღლეები დაიპყროს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა თითოეულმა სტუდენტმა იგრძნოს მხარდაჭერა, მოტივაცია და მოიპოვოს ნდობა საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკის სწავლება, არამედ იმის ჩვენება, თუ როგორ უნდა გადააქციოთ ის ხელოვნებად, რომელიც აღფრთოვანდება.

ჩემი მიზანია შევქმნა არა მხოლოდ ლამაზი ფრჩხილები, არამედ შესაძლებლობა თითოეულმა ოსტატმა გამოხატოს საკუთარი თავი, გააძლიეროს თავისი რეპუტაცია და მიაღწიოს წარმატებას. სილამაზე დეტალებშია, პროფესიონალიზმი მიდგომაში, ნდობა შედეგში - ეს არის ჩემი პროფესიული კრედო.”

ჩემი მომავლის გეგმები ისევ სწრაფვაა გამარჯვებებისკენ , გეგმაში მაქვს კიდევ არაერთი თასი და პორველი ადგილის მფლობელი გავხდე , სეულდება ჩემი საავტორო კურსის პროგრამა და სასწავლო პროექტი .

ree

 
 
 

Comments


მადლობა!

bottom of page