თემურ ჯანაშვილი ,,პერსონა 2024" წლის ტიტულს მიიღეებს
- iosebkreformatv
- Nov 28, 2024
- 2 min read

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ცერული" კახეთში ქალაქ გურჯაანში მოღვაწეობს, რომელსაც ქორეოგრაფი თემურ ჯანაშვილი ხელმძღვანელობს.
თემურ ჯანაშვილი და ანსამბლი ,,ცერული" პერსონა 2024" წლის ტიტულით დაჯილდოვდება.
რეფორმა ნიუსმა ბატონ თემურთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონო თემურ რა არის თქვენთვის ქართული ცეკვა?
ქართული ქორეოგრაფია ჩემი ქვეყნის და ერის ყველაზე ძირძველ კულტურას წარმოადგენს. ეს არის დარგი, რომელსაც დაუკავშირდა ჩემი ბავშვობა და დღევანდელობა. 6 წლის ასაკიდან დღემდე სცენაზე ვარ და აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი და საპატიო საქმე. მიხარია, რომ ამ დარგის განვითარებაში ჩემი მოკრძალებული წვლილის შეტანა შემიძლია და ამას მთელი მონდომებით ვაკეთებ.
რა ადგილი უკავია ქართულ კულტურაში ქართულ ცეკვას?
თამამად შემიძლია ვთქვა, ქართულ ცეკვას ძალიან დიდი ადგილი უკავია მომავალი თაობების აღზრდა-განვითარებაში, იმიტომ რომ არ არსებობს ქორეოგრაფი თუ ცეკვის მასწავლებელი, რომელიც არ ესაუბრება ბავშვებს ამა თუ იმ ცეკვის წარმომავლობაზე, კუთხურობაზე, მის დაარსებაზე, ტრადიციებზე, ქალისა და მამაკაცის დამოკიდებულების წესებზე, მამაკაცის მხრიდან ქალის პატივისცემასა და მოკრძალებაზე, თავაზიანობასა და ზრდილობაზე. ძალიან ბევრი რამის თქმა რთულია და აქედან გამომდინარე, ის ბავშვი, რომელიც ამ დარგით არის დაკავებული, არა მარტო ცეკვას და ტრადიციებს სწავლობს, არამედ ვითარდება ფიზიკურადაც, რადგან კარგი მოცეკვავე, მხოლოდ, ძალიან დიდი ვარჯიშითა და ოფლის ღვრის შედეგად ყალიბდება, ამავდროულად ვითარდება მუსიკალურადაც.
რა არის თქვენი კრედო?
როგორც მოგეხსენებათ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს მოგზაურობა უცხოეთში, ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს ანსამბლთან ერთად, ქცევის კულტურითაც და შემოქმედებითაც ისე წარმოვაჩინო ჩემი საქართველო,რომ ჩემს შემდეგ იქ ჩასულ ქართველებს სიხარულით და პატივისცემით შეხვდნენ.
როდის დაარსეთ ანსამბლი?
ანსამბლი „ცერული“ ჩემი დაარსებულია და როგორც მოგეხსენებათ, წელს „ცერული“ 30 წლის შესრულდა. ამ ხნის განმავლობაში ანსამბლმა მრავალი კონცერტი გამართა როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში. მონაწილეობა მიიღო მსოფლიო და საერთაშორისო კონკურს-ფესტივაბეზე. მოიარა ისეთი ქვეყნები როგორც არის: თურქეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, უნგრეთი, ლიტვა, ლატვია, ავსტია და სხვა.
თავდაპირველად ანსამბლი 23 მოცეკვავისაგან შედგებოდა, სულ ვაჟები, პირველივე კონცერტზე ოცდასამივე ცერებით შემოვიდა სცენაზე. მთელი ნომერი ცერ-ილეთებზე იყო აგებული. სახელი „ცერულიც“ ამის გამო დაერქვა.
მოგვიყევით რა გეგმები გაქვთ?
ყოველწლიურად ვიღებთ მოწვევებს სხვადასხვა ქვეყნიდან, თუ სად გავემგზავრებით. ამის შესახებ ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას სურვილის მიხედვით. 2025 წელს 14 ღონისძიებაა, რომელიც უკვე დაგეგმილია, მათ შორის გამგზავრება დიდ ბრიტანეთში, გზად კიდევ ბევრი რამ დაემატება, რომელიც ჯერ არ ვიცით.



Comments